"იუვენტუსის" ისტორია (II ნაწილი)



დელ პიეროს ტრავმა, კრიზისი და გამონათებები

1999 წელს ალესანდრო დელ პიერო “უდინეზესთან” მატჩში მძიმე ტრავმას იღებს და დაახლოებით ერთი წლით შორდება ფეხბურთს, ხოლო მინდორზე დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ფორმის თუნდაც სანახევროდ აღსადგენად. ამან გამოაჩინა, რომ გუნდი ძირითადად ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი, მიუხედავად იმისა რომ გუნდში თამაშობდნენ ისეთი ღირსეული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფეხბურთელები, კერძოდ, კი ზინედინ ზიდანი, რობერტო ბაჯო, ვიალი, რავანელი... მათ ვერ შეძლეს ალესანდრო დელ პიეროს საქმის თუნდაც 10% შეესრულებინათ რადგან დელ პიერო იყო და არის შეუდარებელი და ფენომენალური ფეხბურთელი. დელ პიეროს არყოფნა გუნდმა მძიმედ გადაიტანა და “იუვენტუსი” ორწლიან კრიზისში ჩავარდა.

მარჩელო ლიპიმ პოსტი იმავე 1999 წელს დატოვა. მის ნაცვლად კი გუნდში სამი სეზონით მოვიდა კარლო ანჩელოტი. მისი თავკაცობით 2000 და 2001 წლებში “იუვენტუსმა” ბოლო ტურებში ძალიან მოულოდნელად და უაზროდ დაკარგა იტალიის ჩემპიონობა. გარდა ამისა ტურინელები სამარცხვინოდ გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაში, რამაც ანჩელოტის დათხოვნა გამოიწვია. ამავე წელს ზინედინ ზიდანმა დატოვა იუვენტუსი და მადრიდის რეალს მიაშურა , უნდა ითქვას რომ ზიდანის წასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იგი ვერ იქცა გუნდის მეორეხარისხოვან ლიდერადაც კი, რადგან გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების თვალში ლიდერი იყო დელ პიერო, რომელმაც უმძიმესი ტრავმის მიუხედავად იუვენტუსს ძველი დიდება დაუბრუნა, რაც ვერ შეძლო ვერც ზიდანმა და ვერც სხვამ...

2001 წელს გუნდი კვლავ მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა და დაბრუნება 2002 წელს სკუდეტოსა და ქვეყნის სუპერთასის მოპოვებით აღნიშნა. შედეგიანი გამოდგა 2003 წელიც,”იუვენტუსმა” იგივე ტურნირები - იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა ტურინელებმა ჩინებულად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში, გამორჩეული იყო დელ პიერო, რომელმაც თავისი ფენომენალურობით იუვე ფინალში გაიყვანა, მაგრამ ფინალი მათთვის კვლავ გადაულახავ ბარიერად იქცა.

ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ(3:1,1:2), კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ “მილანთან” მატჩში “იუვენტუსი” ისევ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ფორტუნამ ჩემპიონობა მილანელებს არგუნა. რომლებმაც თანაბარი და უგოლო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს. ბოლო დროინდელი წარმატებები, კლუბის ძველ ლიდერებთან ერთად შედარებით ახალ სახეებს პაველ ნედვედს, მაურო კამორანეზის, ჯანლუიჯი ბუფონს, ლილიან ტურამს, დავიდ ტრეზეგესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უკავშირდება.

2003-04 წლების სეზონი “იუვენტუსმა” ნამდვილად ჩააგდო. ტურინელებს ქომაგების დამშვიდება იტალიის თასის მეათედ მოგებით შეეძლოთ, მაგრამ რომის “ლაციოსთან” ვერაფერი გააწყვეს 2:2,0:2.

2003-04 წლების სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მარჩელო ლიპიმ, მაგრამ მასთან არ შეიძლება რაიმე პრეტენზია არსებობდეს. ლიპის დამსახურება “იუვენტუსისადმი” ძალიან დიდია და იგი კლუბის ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად ტურინელთა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის სახელით არის შესული.


კალჩიოპოლი და დაბრუნება ელიტაში

2004/05 და 2005/06 წლების სეზონში კლუბს ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომლის თავკაცობითაც იუვემ კიდევ 2 სკუდეტოს მოპოვება შეძლო, თუმცა იტალიაში ატეხილი საფეხბურთო სკანდალის გამო მას ბოლო ორი ტიტული ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეითეს. თან 17 ქულაც დააკლეს.

მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა, ასევე დატოვა გუნდი მისმა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა: ძამბროტამ, კანავარომ, იბრაჰიმოვიჩმა, ტურამმა, ემერსონმა, ვიეირამ და ა.შ. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ გუნდის ერთგულები დარჩნენ სერია B-შიც კი. მათგან აღსანიშნავია გუნდის კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც იმთავითვე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, რადგან როგორც მან თქვა: "ნამდვილი ჯელტმენი, არასდროს ტოვებს თავის სინიორას". ნედვედმა, ბუფონმა, კამორანეზიმ და ტრეზეგემ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დარჩენა გადაწყვიტეს. გუნდის მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამი დაინიშნა, რომელმაც სერია B-ს მოგება და კლუბის ელიტაში დაბრუნება შეძლო.

ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე კლუბმა ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი შეუწყვიტა მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს. მიზეზად დასახელდა მომავალი წლის სატრანსფერო პოლიტიკა. ფრანგი მომდევნო ტურებში ჯანკარლო კორადინიმ ჩაანაცვლა. ზაფხულის დასაწყისში კი "იუვემ" ახალ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნა.

იტალიელმა სპეციალისტმა სერია A-ში ახლადდაბრუნებული, დასუსტებული გუნდი საკმაოდ კარგად აათამაშა და მიზნად დასახული მაქსიმუმი - მე-3 ადგილი დაიკავა, რითაც "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების უფლება მოიპოვა.

ლიპის თავკაცობით ახალი სეზონი "იუვენტუსმა" სერია A-ში დამაჯერებლაც ჩაატარა, მე-2 ადგილი დაიკავა ("ინტერს" 10 ქულით ჩამორჩა), თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალში ლონდონის "ჩელსის" ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა და ევროტურნირებს გამოეთიშა.


ფერერი, კრიზისი, ახალი სტადიონი და განახლებული "იუვე"

მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნამდე ჩირო ფერარა მარჩელო ლიპის თანაშემწედ მუშაობდა. ლიპის შეგირდმა 2009 წელს კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლა. ფერარას გუნდმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა მეორე წრე ჩააგდო და ამას ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლაც დაემატა - შედეგად "იუვედან" ჩირო ფერარაც დაითხოვეს.

ჩავარდნილი სეზონების შემდეგ ნათელი გახდა, რომ კლუბს ახალი სისხლი ესაჭიროებოდა, რომელიც ახალ ინვესტიციებსა და პროექტებს განახირციელებდა. "ბიანკონერის" მფლობელმა, ჯანი ანიელის მიერ ქონების მემკვიდრედ აღიარებულმა შვილიშვილმა ჯონ ელკანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და "იუვენტუსის" პრეზიდენტად კლუბის ისტორიული მფლობელი გვარის მემკვიდრე – ანდრეა ანიელი დანიშნა. ამ ყველაფერს მოჰყვა გუნდში ჯუზეპე მაროტას და ლუიჯი დელნერის მოსვლა.

2009 წელს “იუვეს” ხელმძღვანელებმა დაიწყეს "დელე ალპის" სრული დემონტაჟი და იმავე ადგილზე აშენდა ახალი იუვენტუსის სტადიონი.

2011 წელს დასრულდა "იუვენტუსის" სტადიონის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის 8 სექტემბერს გაიხსნა ამხანაგური მატჩით - "ნოტს ქანთის" წინააღმდეგ. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1-1, სადაც ფაბიო კუალიარელამ პენალტი ვერ გამოიყენა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც დამატებაზე ლუკა ტონიმ მოახერხა გოლის გატანა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 2011 წლის 11 სექტემბერს შედგა, სერია A-ს დაპირისპირება "იუვესა" და "პარმას" შორის, სადაც მატჩის მე-16-ე წუთზე ანდრეა პირლოს გადაცემით შტეფან ლიხტშტაინერმა გაიტანა პირველი ოფიციალური გოლი "იუვენტუსის" სტადიონზე და ამით ისტორიაში შევიდა.


კონტე და ალეგრი - "იუვენტუსის" დაბრუნება დიდ ფეხბურთში

2011 წლიდან "იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდა ანტონიო კონტე, რომელთან ერთად კლუბმა დაუმარცხებლად ჩაატარა 2011-12 წლების სერია A-ს სეზონი. სეზონის მეორე წრეში "ბიანკონერის“ ძირითადი კონკურენტი ჩემპიონობისთვის იყო "მილანი". "იუვენტუსი" გახდა ჩემპიონი 37-ე ტურში "კალიარის“ 2-0 დამარცხების შემდეგ. კონტეს გუნდმა დაამყარა სხვა რეკორდებიც, ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩი გასვლაზე (5-0 "ფიორენტინასთან") და საუკეთესო დაცვა, მხოლოდ 20 გაშვებული გოლი სეზონში.

2013-14 წლების სეზონში "იუვენტუსმა“ მოიგო ზედიზედ მესამე სკუდეტო რეკორდული 102 ქულით. იმავე სეზონში კლუბი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, თუმცა მიაღწიეს ევროპა ლიგის ნახევარფინალს, სადაც დამარცხდნენ "ბენფიკასთან“ და დაკარგეს შანსი ეთამაშათ ფინალი მშობლიურ სტადიონზე.


2014 წლის ზაფხულიდან "ბიანკონერი" წარმატებული სეზონების შემდეგ ანტონიო კონტემ დატოვა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს მიაშურა. მის შემცვლელად "იუვენტუსს" სათავეში "მილანიდან" გათავისუფლებული მასიმილიანო ალეგრი ჩაუდგა, რომელმაც წარმატებით გადაიბარა იტალიის ჩემპიონები და პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას - მოიგო სერია A, იტალიის თასი და კიდევ ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ამჯერად კატალონიის "ბარსელონასთან" დამარცხდა.

2015-16 წლების სეზონში ალეგრის თავკაცობით "ბებერმა ქალბატონმა" მეორედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, თუმცა ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალში "ბაიერნის" ბარიერის ვერ გადალახვით გამოეთიშა.

2015-16 წლების სეზონში "იუვენტუსი" წარმატებით ასპარეზობს როგორც აპენინურ, ისე ევროპულ სარბიელზე: სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი "ბარსელონა" გამოთიშა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

უნდა შეიძინოს თუ არა "იუვემ" იკარდი?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image