6 თვის და 3 კვირის წინ
Viber ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის
Viber ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის
ავტორი
Aa

ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ის გატაცებაა, რომელიც ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. მიუხედავად იმისა, სტადიონზე გულშემატკივრობთ საყვარელ გუნდს თუ ტელევიზორში უყურებთ, იყო ფეხბურთის გულშემატკივარი ისეთი გამოცდილებაა, რომელიც სხვას არ ჰგავს. ციფრული ეპოქის ტექნოლოგიებმა სრულიად ახალი გზები შესთავაზა გულშემატკივრებს დაუკავშირდნენ მათთვის საყვარელ სპორტს.

Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მოსახერხებელი ინტერფეისითა და მრავალფეროვანი ფუნქციებით, ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ სივრცეს სთავაზობს Viber-ის აპლიკაციაში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა აღფრთოვანება გაუზიარონ თანამოაზრეებს, განიხილონ მატჩები და მიიღონ უახლესი სპორტული სიახლეები.

იყავი მეტის ნაწილი

რა თქმა უნდა, Viber-ის ვიდეო თუ აუდიო პირადი და ჯგუფური ზარების საშუალებით, დროის შეზღუდვის გარეშე, გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ ონლაინ შეხვდნენ და ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. Viber, ასევე გვთავაზობს უამრავ სასარგებლო ფუნქციას, რომელთაგან ერთ-ერთია ფეხბურთის თემაზე შექმნილი არხების აქტიური საზოგადოება. თემატური არხები გულშემატკივრებს შესაძლებლობას აძლევენ დაუკავშირდნენ თანამოაზრეებს, რომლებიც თავიანთ გატაცებას იზიარებენ სპორტის მიმართ.

თქვენი საყვარელი გუნდის ოფიციალური Viber არხის გამოწერით, შეგიძლიათ live-რეჟიმში მიიღოთ შეტყობინებები მიმდინარე ანგარიშზე, გუნდის სიახლეები, ექსკლუზიური და საინტერესო კონტენტი პირდაპირ თქვენს მობილურ ტელეფონებში. თემატური არხების წყალობით თქვენ არასოდეს გამოტოვებთ სიახლეს, მაშინაც კი, თუ თამაშის ყურებას ვერ ახერხებთ. Viber-ის აპლიკაციაში ყველაზე პოპულარული და ოფიციალური საფეხბურთო არხებს შორისაა Riyad Mahrez (3.5M subscribers) ოფიციალური არხი და სხვა.

აღნიშნეთ ერთად

შეიძლება კონკრეტული გუნდის გულშემატკივარი ხართ ან უბრალოდ ფეხბურთთან დაკავშირებულ დისკუსიებში ჩართვა მოგწონთ, ამისათვის Viber გთავაზობთ სივრცეს, სადაც ჯგუფური ჩატების მეშვეობით, თანამოაზრეებთან დაკავშირება შეგიძლიათ მთელი პლანეტიდან. ეს შეიძლება ფან-კლუბი იყოს, სადაც გამომწერებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალი ამბები, ვიდეოები, მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც მათ საყვარელ გუნდს უკავშირდება ან სრულიად სპორტის სამყაროს. ჯგუფური ჩატები კარგი შესაძლებლობაა, თუ გსურთ თანამოაზრეებთან სიახლეების გაზიარება ან დასამახსოვრებელი მომენტების ერთად ყურება.

Viber-ის აპლიკაციაში ფეხბურთის მოყვარულებს შეუძლიათ ჯგუფური ჩატები სპეციალურად მიმდინარე მატჩების განსახილველად გამოიყენონ. ეს თავისუფალი სივრცეა ჯგუფის წევრებისთვის თავიანთი აზრების თამაშისა თუ მოთამაშეების შესახებ, მატჩის ანალიტიკის, პროგნოზების გასაზიარებლად და ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად. ეს არის პლატფორმა გულშემატკივრებისთვის, რათა რეალურ დროში გამართონ საუბრები და ერთმანეთს თავიანთი ენთუზიაზმი გაუზიარონ.

გაამარტივე

გააუმჯობესე ჯგუფური ჩატებისა და არხების გამომწერთა გამოცდილება გამოკითხვებითა და ვიქტორინებით. დღეს აუდიტორიის შეკრება, მოსაზრებებისა თუ მატჩების პროგნოზების შეგროვება და ფეხბურთის ფანების გახალისება უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე.

ჩატში და Viber-ის არხებში ჩაშენებული შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია, მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის სასარგებლო ექსკლუზიურ საფეხბურთო კონტენტზე ჰქონდეთ წვდომა უცხოური თემატური არხებიდან, თანაც აპლიკაციიდან გაუსვლელად.

გარდა ამისა, Viber-ში არის კიდევ ერთი მოსახერხებელი ინსტრუმენტი ფეხბურთის მოყვარულებისთვის: My Notes ფუნქცია - ეს არის პირადი ჩატი, სადაც ყველას შეუძლია მომავალი თამაშების ბილეთები შენახვა, ამასთან ერთად, ერთ სივრცეში მოაგროვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საყვარელი მოთამაშეებზე, კლუბებისა და მატჩების განრიგის შესახებ. აპლიკაციის ამ ფუნქციის გამოყენებით ასევე შეგიძლიათ შეხსენების შეტყობინება შექმნათ იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ თამაში ან მნიშვნელოვანი მოვლენები.

თუ გაქვთ ბილეთები მომავალი მატჩებისთვის ან გსურთ წარსული მოვლენების ჩანაწერი, My Notes ფუნქცია Viber-ის აპლიკაციაში, ინფორმაციის შესანახად თუ სამართავად მარტივ და ეფექტურ გზას გთავაზობთ.

გაერთე

Viber-ის მულტიმედიური შესაძლებლობები ფოტოების, ვიდეოების და GIF-ების გაზიარებას აადვილებს, რაც საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს მატჩის საუკეთესო მომენტები გააცოცხლონ ან ერთად იზეიმონ გამარჯვება. პლატფორმის თემატური ფეხბურთის სტიკერების პაკეტებს გასართობი და პერსონალიზებული ელემენტები შეაქვთ ფანების საუბრებში.

ასევე Viber აპლიკაციაში სხვადასხვა თემატური ფეხბურთის  AR-ლინზებითა და ნიღბებით მომხმარებლებს შეუძლიათ ახალი გამოცდილება მიიღონ, როგორიცაა მონაწილეობა სახალისო საფეხბურთო გამოწვევაში და ჩატებში მხიარული, ამაღელვებელი ფოტოებისა თუ საინტერესო AR-ეფექტებით გადაღებული ვიდეოების გადაზიარება.

გარდა სოციალური მახასიათებლებისა, Viber ასევე უსაფრთხო და დაშიფრულ შეტყობინებებს გთავაზობთ, რაც თქვენი საუბრების და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. ეს ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ციფრულ ლანდშაფტში, სადაც მონაცემთა უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის Rakuten Group Inc.-ის (გლობალური ლიდერი ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების სფეროში) ნაწილი.


Facebook კომენტარები