6 თვის წინ
დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ, პოგბას ხელფასი თვეში 2 ათას ევრომდე შემცირდა
დოპინგზე ჩავარდნის შემდეგ, პოგბას ხელფასი თვეში 2 ათას ევრომდე შემცირდა

"იუვენტუსის" ნახევარმცველი  პოლ პოგბა დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, ტურინულ გუნდში თვეში 873 ათასი ევროს ნაცვლად, 2 ათას ევროს მიიღებს.

"Goal.com"-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პოგბას დამნაშავედ ცნობს, მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის გაწყვეტაც ემუქრება.

"იუვენტუსს" ჯერჯერობით ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა კლუბმა ფეხბურთელს ხელფასის შემცირების შესახებ უკვე აცნობა.

პოგბას "ბებერ ქალბატონებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველს ტურინული კლუბის მაისურით სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები