როგორ გაიყოფენ ნომერს რონადლუ და კუადრადო?

image

სულ მალე კრიშტიანუ რონადლუ ტურინში ჩავა, რათა ახალ გულშემატკივარს წარუდგეს. მოგეხსენებათ, "რეალშიც" და "იუნაიტედშიც" იგი 7 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. "ბიანკონერის" რგებში კი ეს ნომერი ხუან კუადრადოს აქვს დაკავებული.

მიუხედავად ამისა, ტურინში იხსენებენ, რომ კოლუმბიელი გარემარბი ამ ნომერს სიმონე ძაძას წასვლის შემდეგ ატარებს, კრიშტიანუს კი ისტორია ძირითადად ამ ციფრით აქვს დაწერილი. ასე რომ, უპირატესობა, რა თქმა უნდა, პორტუგალიელს მიენიჭება.

საინტერესოა, ხუანს არც უყოყმანია ისე გამოაქვეყნა პოსტი თავის სოციალურ ქსელში: "უკეთესი შეგრძნებაა, როცა გასცემ, ვიდრე იღებ. წარმატებები კრიშტიანუ, წინ ახალი თავგადასავლები გველოდება", - წერს კუადრადო "ინსტაგრამისა" და "ტვიტერის" გვერდებზე.

ასე და ამგვარად, კრიშტიანუ 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, ხოლო კუადრადო დიდი ალბათობით, ძველ 16-ს დაუბრუნდება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

kobuchi 12 ივლისი 2018 17:14
ციტატა: baqari15
იმედია არ იჩხუბებთ ამის გამო

არა, წყნარად მოგვარდა. 16 ს დაუბრუნდება ალბათ
11 შესთავაზეს, მარა დუგლასას აქვს 16
baqari15 12 ივლისი 2018 17:02
იმედია არ იჩხუბებთ ამის გამო

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული:
ტრავმირებული: კოშტა, ემრე ჩანი, სპინაცოლა, პიანიჩი, ბერნარდესკი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image