"ატლეტიკომ" ტურინელ ნახევარმცველს დაადგა თვალი

image

მადრიდის "ატლეტიკოს" ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი როდრიგო ბენტაკური ხიბლავს და სურს გადაიბიროს.

"როხი ბლანკოს" ხელმძღვანელობას ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაუღვივდა. 21 წლის ფეხბურთელმა 2018 წლის მუნდიალზე შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და ხშირად საუკეთესო შეფასებასაც იღებდა.

იმის გამო, რომ "შავ-თეთრის" ღირსებას როდრიგოსთან ერთად მირალემ პიანიჩი, ბლაიზ მატუიდი, სამი ხედირა და ემრე ჩანი იცავენ, ძირითადში მოხვედრის შანსი რთულია, ამიტომაც ბენტაკური თამაშს პირველივე წუთებიდან ხშირად ვერ იწყებს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მას ნდობას მაინც უცხადებს ხოლმე.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ურუგვაელმა "ბებერი ქალბატონის" რიგებში 6 მატჩში მიიღ მონაწილეობა, სადაც 1 გოლის გატანაც მოახერხა.

აქვე გთავაზობთ ფეხბურელის საუკეთესო მომენტებს გასული სეზონიდან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 11 ოქტომბერი 2018 11:55
არ უნდა გაუშვან

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: კანსელო, კუადრადო, ბარძალი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image