logo

ყოფილი ფეხბურთელი "იუვენტუსს" მომავალი ვარსკვლავის დამატებას ურჩევს

ყოფილი ფეხბურთელი "იუვენტუსს" მომავალი ვარსკვლავის დამატებას ურჩევს

მოჰამედ სისოკო, რომელიც 2008-2011 წლებში ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, თავის ყოფილ კლუბს ფეხბურთელის შეძენას ურჩევს. 35 წლის მალელს, რომელიც "ვალენსიას", "ლივერპულის" და "პსჟ"-ს ღირსებასაც იცავდა, როგორც ჩანს ამომავალი ვარსკვლავი მხოლოდ ტურინული გრანდისთვის ემეტება.

სისოკო რეკომენდაციას ვიქტორ ოსიმენს უწევს, ნიგერიელ შემტევს, რომელზეც ნახევარმცველის აზრით, მალე გრანდები ინადირებენ ინგლისიდან და ესპანეთიდან. 

21 წლის ოსიმენი ფრანგული "ლილის" ღირსებას იცავს და საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 13 გოლს და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მან ნიგერიის ნაკრებში 4 გოლი გაიტანა 8 მატჩში. 

2 თვის წინ
429 / 1
ავთანდილი
user
Baqar89 თუ დაგიჯერებენ რატომაც არა შანსი ყველას უნდა მიეცეს აფრიკელები არიან ნიჭიერები ნამდვილად ფეხბურთში
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-