"იუვენტუსი" დემბელეზე გადაერთო

image

ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ "ტოტენჰემის" ვარსკვლავი მოუსა დემბელესთვის შესაძლოა იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმაც გაიბრძოლონ.

მოგეხსენებათ როგორი პრობლემატურია ნახევარმცველები მასიმილიანო ალეგრის კლუბში. სამი ხედირა ახლახანს გამოჯანმრთელდა და სასტარტოში დაბრუნდა, ემრე ჩანი მინიმუმ 1 თვეს იუქმებს. შესაძლოა კიდევ უფრო გაიწელოს მისი მკურნალობის პერიოდი.

მატუიდის ცოტა არ იყოს პრობლემები აქვს, ამიტომაც ვერ ვიხილეთ "იუნაიტედთან". პიანიჩი რა თქმა უნდა ხელშეუხებელია, ბენტაკური კი ახალგაზრდაა და მაშინ, როცა კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტობაზე აცხადებს პრეტენზიას, ნახევარდაცვაში შედარებით გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება.

პოლ პოგბა ტურინელთა პირველი არჩევანია, თუ მასთან საქმე არ გამოუვიდათ, მაშინ დემბელეზე გადავლენ. ბელგიელს თავის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით ჩინეთში აპირებს გადაბარგებას, "ბიანკონერი" კი ეცდება ნაბიჯი გადადგას და ბელგიელის გადაბირება სცადოს. თან დიდი ინვესტიციების გაღებაც არ მოუწევს.

გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ მომენტებს მიმდინარე წლიდან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 9 ნოემბერი 2018 00:56
არა უშავს არ იქნება ცუდი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული:
ტრავმირებული: კოშტა, ემრე ჩანი, სპინაცოლა, პიანიჩი, ბერნარდესკი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image