"მილანი" - "იუვენტუსი" | ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა და ზოგადი ფაქტები

image

ტურინის "იუვენტუსსა" და "მილანს" ერთმანეთთან დიდი ისტორია აქვთ. ამ ორმა კლუბმა ერთმანეთთან უამრავი დაძაბული ბრძოლა გამართა. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას და გუნდების მდგომარეობებს.

მილანელებს ტურინელებისთვის 28 შეხედრაში აქვთ მოგებული და მეტოქის კარი 114-ჯერ აიღეს. სანაცვლოდ კი ტურინელებმა 22 ჯერ დაასრულეს შეხვედრა გამარჯვებით და 99ჯერ დაამწუხრეს "როსონერის" მეკარე.

მაგრამ რა ხდება კლუბების თავს ამჟამად? იტალიის მოქმედი ჩემპიონები კვლავ განაგებენ სერია ა-ს ცხრილს 31 ქულით. უახლოეს მდევარს კი 6 ქულით უსწრებენ ("ნაპოლი" და "ინტერი"). გაიტანეს 24 და საპასუხოდ მიიღეს მხოლოდ 8 გოლი. "მილანი" კი მე-4 ადგილს იკავებს 21 ქულით. გაიტანეს იმდენივე გოლი, რამდენი ქულაც აქვთ და გაუშვეს 14.

დღევანდელი შეხვედრის მასპინძლებთაგან ჩემპიონატში საუკეთესო შეფასება სუსოს აქვს - 7,92. კლუბის ბომბარდირი იგუაინია 5 ბურთით, ხოლო ასისტებში კვლავ სუსო ლიდერობს 8 საგოლე გადაცემით. რაც შეეხება "ბიანკონერის", საკეთესო შეფასება რონალდუს აქვს- 7,96. აგრეთვე თვითნ პორტუგალიელი ლიდერობს კლუბში გოლების (7( და ასისტების(5) რაოდენობით.

უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5 ტურინელებმა მოიგეს. გთავაზობთ მათ უკანასკნელ შეხედრას, რომელიც კოპა იტალიის ფინალში "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით 4:0 დაასრულდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: კანსელო, კუადრადო, ბარძალი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image