ანჩელოტი: "იუვენტუსის დამარცხება შესაძლებელია"

image

იტალიური "ნაპოლის" სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ Gazzetta dello Sport-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. იტალიელის აზრით "იუვენტუსის" დამარცხება სასწაულთან არ ასოცირდება.

"თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამწყვეტია. ჩემი სათამაშო ფილოსოფია ტაქტიკურ და ინტელექტუალურ ფეხბურთს უფრო ერგება.

ჩვენი მიზნები? - კონკრეტულის დასახელებით არ მინდა, რომ "ნაპოლის" პოტენციალი ჩარჩოებში მოვაქციო. ჩემპიონთა ლიგაზე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ჩვენს ნახევარდაცვას, ვფიქრობ, რომ იტალიაში ამ კომპონენტში საუკეთესოები ვართ.

"იუვენტუსი", უდავოდ, ტოპ კლასის გუნდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათი დამარცხება სასწაულთან უნდა ასოცირდებოდეს"
- განაცხადა ანჩელოტიმ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: კანსელო, კუადრადო, ბარძალი
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image