"იუვენტუსი" - 2018 | წლის შეჯამება

image

კიდევ ერთმა წელმა განვლო ტურინის "იუვენტუსის" ისტორიაში. გუნდმა, რომელსაც 120 წელი შეუსრულდა, არც თუ ისე ცუდი წელი ჩაატარა. ერთი შეხედვით კლუბმა მოიგო სერია ა და იტალიის თასი, თუმცა ეს "ბებერი ქალბატონისთვის" საკმარისი არ არის, რადგან მათ უფრო მეტზე აქვთ პრეტენზია.

რა თქმა უნდა ყველამ იცის აქ რაზეც არის საუბარი. თუ წინა წლის ამ დროს შევადარებთ ახალნდელს, რა თქმა უნდა ამჟამინდელი სჯობს, რადგან მაშინ "ბიანკონერი" "ნაპოლის" მიუყვებოდა შიდა ჩემპიონატში კვალდაკვალ, ახლა კი 9 ქულით უსწრებს.

კლუბმა მთელი წლის მანძილზე სერია ა-ში მოაგრობა 103 ქულა, რაც უპირობოდ რეკორდია. აგრეთვე რეკორდულად ჩაიარა პირველმა ნახევარმაც ახალი სეზონის, რადგან ტურინელებმა 19 შეხვედრაში 59 ქულა მოაგროვეს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ერთ-ერთი საუკეთესო ჰქონდა ალეგრი, ნუ, თუ საუკეთესოც არა. ანიელიმ "შავ-თეთრის" მაისური მოარგო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს, რომლის ფასიც 1 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად თანხამ 100 მილიონ ევროზე დაიწია.

ამის გარდა გუნდს დაემატა მეორე პორტუგალიელიც ჟოაო კანსელოს სახით, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ გახდომასაც კი უწინასწარმეტყველებენ თავის პოზიციაზე. აგრეთვე "უძღები" შვილიც დაბრუნდა "იუვენტუსში". რა თქმა უნდა ლეონარდო ბონუჩზეა საუბარი, რომელმაც ერთი სეზონით "მილანს" უკაპიტნა.

კლუბი დატოვა ისეთმა ფეხბურთელებმა, რომელთა წასვლაც ან ძალიან ეწყინათ, ან კი გაუხარდათ. მაგალითად "პრინცი" - კლაუდიო მარკიზიო. ფეხბურთელი, ვინც სამუდამოდ დარჩება გულშემატკივრის გულში, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანო სტურაროზე, ვისი მოშორებაც კარგახანია სურდათ ფანებს. აგრეთვე კლუბს დაემშვიდობა ლიხტშტეინერიც, რომელიც "არსენალში" აგრძელებს კარიერას.

ასე და ამგვარად, ტრანსფერებმა გაამართლა, ერთ შესაძლოა ემრე ჩანი ვერ შედის ფორმის პიკში, თუმცა ტრავმიანობა და ავადმყოფობა უშლის ხელს.

ამ შენაძენებმა და გაყიდვებმა კლუბის ფასიც აწია, პრესტიჟიც და სწორედ ამიტომაცაა, რომ ბევრ მსოფლიო დონის ვარსკვლავს უნდა ალეგრის შეგირდი გახდეს.

"იუვენტუსს" სხვადასხვა წამყვანი კლუბის ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელები ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მოიხსენიებენ. შესაძლოა ბევრი ვილაპარაკოთ გასულ სეზონზე, თუმცა ბოლოს მაინც ერთის თქმა შეგვიძლია, 2018 წლის ზაფხულმა ყველაფერი შეცვალა და კლუბი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. შეუძლებელია უბარაქო უწოდო წელს, როცა გუნდში ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი მოგდის.

აქვე გთავაზობთ "ბიანკონერის" საუკეთესო გოლებს მთელი წლის მანძილზე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 31 დეკემბერი 2018 00:28
გაიხარე ჯიგარი ხარ ახალი წელი ბევრად კიდე უკეთესი იქნება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image