"ნაპოლი" იუვეს დასამარცხელად 200 მილიონს ამზადებს

image

"ნაპოლის" ხელმძღვანელობას აქვს გეგმა, რის თანახმადაც გუნდში ახალ ფეხბურთელებს მოიყვანენ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეს კი მათ განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

ერთი შეხედვით აქ უცნაური არაფერია. კლუბები ყოველ წელს იმატებენ და უშვებენ ფეხბურთელებს, თუმცა ნეაპოლელების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ არც მეტი არც ნაკლები 200 მილიონის დახარჯვა აქვთ გადაწყვეტილი.

კლუბს ნაგროვები აქვს თანხა, გარკვეულ წილს კი მარეკ ჰამშიკის, დრის მერტენსისა და ალანის გაყიდვით ამოიღებენ. ასე და ამგვარად, მათი მიზანი გუნდისთვის უკეთესი ლიდერების პოვნა და ახალი ვარსკვლავების მოყვანა.

ნეაპოლელები უკვე სამი წელია სერია ა-ში "იუვენტუსის" კვამლს ყლაპავენ და მეორე ადგილს იკავებენ. მიმდინარე სეზონშიც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატი იმავე სურათით მეორედება და "ნაპოლი" "ბებერ ქალბატონს" 9 ქულით ჩამორჩება.

მომავალი სეზონისთვის დიდი ცვლილებები იგეგმება იტალიის ვიცე ჩემპიონების რიგებში და ამ გზით ისინი "იუვენტუსის" ჰეგემონიის დასრულებას შეეცდებიან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 10 თებერვალი 2019 11:54
500 მილიონი დახარჯე თუ გინდა ნაპოლ იუვეს მაინც ვერ აჯობებ სკუდეტოს თქვენ მარტო მაშინ მოიგებთ როცა იუვე მილანი ინტერი რომა არცერთი არ იქნება ფორმაში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: დუგლას კოშტა, კუადრადო, ბარძალი და რონალდუ
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image