ალეგრი: "ძალიან კარგი ამბავი მაქვს"

image

"იუვენტუსის" მტავარმა მწვრთნელმა "სასუოლოსთან" შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ტურინელ გულშემატკივარს კარგი ამბავი აცნო და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"გინდათ საუბარი კაგრგი ამბით დავიწყო? ბბც ხელმისაწვდომია. დიახ, მათ ვარჯიშები დაიწყეს, ბარძალიმაც კი, თუმცა ის ალბათ "ფროსინიონესთან" მატჩის შემდეგ შევიყვან განაცხადში, რადგან დიდი ხანი გაუცდა", - იღიმის და გვამცნობს, რომ ბონუჩი და კიელინი განაცხადში იქნებიან.

"კარტს გავხსნი და გეტყვით, რომ დაცვის ხაზზე შემდეგი ოთხეულს ვიხილავთ: დე შილიო, კასერესი, რუგანი და ალექს სანდრო. კანსელო დიდი ალბათბით დაისვენებს. ნახევარდაცვაში ხედირა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბერნარდესკი დაუმშენებს გვერდს, თუ დიბალა ითამაშებს, მაშინ ბენტაკურს ან ემრე ჩანს ვიხილავთ მასთან ერთად".

"დე ზერბის შემდეგ "სასუოლო" საკმაოდ შემტევი გუნდია და მათ წამოდგომა ყოველთვის შეუძლიათ. ის ახალგაზრდა მწვრთნელია და გასულ წელს ძალიან განვითარდა. იგი ახლა საუკეთესო ადგილას არის, სადაც თავისი იდეების განცორციელება საუკეთესოდ შეეძლება".

" მარცხი "ატალანტასთან", ქამბექი "ლაციოსთან" და ფრე "პარმასთან", ეს უკანასკნელი სამი თამაში რთული გამოდგა. ხალხს სჯერავს, რომ თითოეული შეხვედრის მინიმუმ 3-0 მოგება შეგვიძლია, ასე არ ხდება და წუწუნებენ, მაგრამ ჩვენ ხომ რეკორდი დავამყარეთ შიდა ჩემპიონატის ქულებით. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში წელს საუკეთესო შედეგი გვაქვს. მართალია დიდი ანგარიშით არ ვიგებთ, მაგრამ მთავარი მოგებაა".

"ის, რაც ამჟამად გვჭირდება სკუდეტოსთვის ფიქრია. ჯერ არაფერი გარკვეულა. ეს ჩვენი მთავარი დავალებაა და არ მინდა რაიმე მიზეზის გამო ყურადღება მოვადუნოთ. რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ვიფიქროთ".

"დუგლას კოშტა? სეზონი მშვენივრად დაიწყო, თუმცა "სასულოსთან" უაზრო ქმედების გამო ბევრი რამ აერია. 4 შეხვედრა გაუუქმეს, მერე ტრავმები და... ახლა მოთმინებაა საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება".

"ბრაზილიელის ავარია? საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, მათ აქვთ გართობის უფლება და ზედმეტებშ არასდროს გადადიან, რადგან პასუხისმგებლობას გრძობენ",
- განაცხადა ალეგრიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

baqari15 10 თებერვალი 2019 16:58
ციტატა: kobuchi
ციტატა: baqari15
პირველ რიგში მადლობა მეგობრებო ასეთი მუშაობისთვის ნაპოლი ქულებს კარგავს ალეგრი იუვეს მოტივაცია არ დააკარგიო დეგეს მოგებით ყველაფერი სრულდება და ეს ძალიან კარგად იცი გუნდი ისე გაიყვანე მოედანზე ვითო ფინალს თამაშობონ

< 3 როგორ მოგვანატრე თავი ბაქარ. შევეცდებით რაიმე პროექტი გავაკეთოთ, რაც კომენტარების ავტორებს მოიზიდავს და მარტო აღარ მოგიწევს ხოლმე წერა

გაიხარე ძმაო იცოდე 24 საათი თქვენს გვერდით ვარ რომელი დროც არ უნდა იყოს იუვეს ოჯახს ვერ მივატოვებ ვერასდროს მე იუვეთი ვცოხვრობ უკვე 29 წელი
kobuchi 10 თებერვალი 2019 16:22
ციტატა: baqari15
პირველ რიგში მადლობა მეგობრებო ასეთი მუშაობისთვის ნაპოლი ქულებს კარგავს ალეგრი იუვეს მოტივაცია არ დააკარგიო დეგეს მოგებით ყველაფერი სრულდება და ეს ძალიან კარგად იცი გუნდი ისე გაიყვანე მოედანზე ვითო ფინალს თამაშობონ

< 3 როგორ მოგვანატრე თავი ბაქარ. შევეცდებით რაიმე პროექტი გავაკეთოთ, რაც კომენტარების ავტორებს მოიზიდავს და მარტო აღარ მოგიწევს ხოლმე წერა
baqari15 10 თებერვალი 2019 11:50
პირველ რიგში მადლობა მეგობრებო ასეთი მუშაობისთვის ნაპოლი ქულებს კარგავს ალეგრი იუვეს მოტივაცია არ დააკარგიო დეგეს მოგებით ყველაფერი სრულდება და ეს ძალიან კარგად იცი გუნდი ისე გაიყვანე მოედანზე ვითო ფინალს თამაშობონ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: დუგლას კოშტა, კუადრადო, ბარძალი და რონალდუ
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image