3 მიზეზი, თუ რატომ უნდა უგულშემატკივრონ იუვენტინოებმა "პსჟ"-ს "იუნაიტედთან"

image

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლის სეზონის პირველი ფლეი ოფის თამაშები ჩატარდება. "რომასა" და "პორტუს" დაპირისპირების შემდეგ ინგლისში "იუვენტუსის" ყოფილი მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" "პსჟ"-ს უმასპინძლებს. "იუვენტინოთა" დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ამ დაპირისპირებაში ფრანგებს გულშემატკივრობს, ამისთვის კი მათ სამი მიზეზი აქვთ.

1. ჯანლუიჯი ბუფონი
3 მიზეზი, თუ რატომ უნდა უგულშემატკივრონ იუვენტინოებმა "პსჟ"-ს "იუნაიტედთან"


იტალიელმა ლეგენდარულმა მეკარემ "იუვენტინოების" გულში ღრმად გაიდგა ფესვები. 17 წლიანი ისტორიის შემდეგბუფონს კლუბის დატოვება მოუნდა. 17 წელი, რომელშიც ჯიჯი გულმოდგინედ იცავდა "ბებერი ქალბაოტნის" ღირსებას ჭირშიც და ლხინშიც. ახლა იგი ფრანგების სახელით გამოდის. შესაძლოა ზოგმა "ბიანკონერის" ქომაგმა ვერ აპატია იტალიელ მეკარეს ეს საქციელი, მაგრამ ბევრის აზრით იგი თავისი საქმის პროფესიონალია და მან იცის რაც გააკეთა. რაც არ უნდა იყოს, "იუვენტინოებს" ჯიჯის მიერ მოგერიებული ბურთების ნახვა სულ სიამოვნებთ. (არა "იუვენტუსის" წინააღმდეგ).

2.პოლ პოგბა
3 მიზეზი, თუ რატომ უნდა უგულშემატკივრონ იუვენტინოებმა "პსჟ"-ს "იუნაიტედთან"

ფრანგი ფეხბურთელის ადგილი ჯერ კიდევ ვერავინ დაიკავა. ტურინელები პოგბას ნოსტალგიებში არიან და ძლიან სურთ მისი დაბრუნება. აქამდე არსებული ყველა შესაძლო ვარიანტი გაქარწყლდა, თუმცა არსებობს ასეთ შანსიც. თუ "წითელი ეშმაკები" ლიგაზე ვეღარ გავლენ და/ან ცუდად გააგრძელებენ თამაშს(როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა ჩემპიონატშიც), პოლმა შესაძლოა კლუბი უკვე სხვა მიზეზების გამო დატოვოს. რაც არ უნდა იყოს, "ბებერი ქალბატონი" იმედებს მაინც არ კარგავს და მაქსიმალურად აწყობს არეულობა "იუნაიტედის" რიგებში.

3.სიძლიერე, სისუსტე თუ ტრავმიანობა.
3 მიზეზი, თუ რატომ უნდა უგულშემატკივრონ იუვენტინოებმა "პსჟ"-ს "იუნაიტედთან"

ორივე კლუბი საკმაოდ ძლიერია, მართალია ზოგადად ფრანგებს უფრო დიდ შანსს მიანიჭებენ ხოლმე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ აკლიათ ნეიმარი, კავანი და ვერატი. ეს სამი ძირითადის ფეხბურთელია. მათი არ ყოფნა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებზე მკვეთრად აისახება. ამტომაც, ალბათ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "პსჟ"-სთან შეხვედრა ნაკლებად მოეხერხულება. ნუ, შესაძლოა ეს ფეხბურთელები უკვე გამოჯანმრთელებულები იყვნენ, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 12 თებერვალი 2019 22:56
სანამ იუვეს არ შეხვდება ალბათ მასე იქნება თუ შეხვდება საერთოდ იუვეს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image