5 რამ, რაც "იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

image

ტურინში "იუვენტუსის" გულშემატკივრებისთვის ულამაზესი საღამო გაიმართა. "ბებერმა ქალბატონმა" "ატლეტიკოს" ორ ბურთიანი სხვაობა აღმოუფხვრა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა...

შეხვედრა მეტად დასამახსოვრებელი გამოდგა. გარდა იმისა, რომ "შავ-თეთრის" ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი გვერდი ამშვენებს, მატჩიდან ბევრი რამ გავიგეთ.

რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

პირველი რა თქმა უნდა ალეგრის ეხება. უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით მადრიდში მარცხის შემდეგ. ფაქტიურად აგდებდნენ კლუბიდან, თუმცა მან თავისი ოსტატურობა გამოავლინა და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. სტატისტიკის აბსოლიტურად ყველა მონნაცემში დაჯაბნა მისმა გუნდმა დიეგო სიმეონეს გუნდი. "იუვენტუსს" ათამაშა მონატრებული, შემტევი ფეხბურთი და თავიც იდეალურად დაიცვა.

ყველა იმსახურებს შანსს.
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

როგორც იცით, სასტარტოში მოხვდა ფედერიკო ბერნარდესკი, რომელიც ხშირად ვერ ახერხებს ხოლმე ამას. რონალდუსთან და მანჯუკიჩთან ერთად მან მეტოქეს სისხლი გაუშრო და მოდუნების საშუალება არ მისცა. მოქმედებდა თავისუფლად და ჭკვიანურადაც. ულამაზესი მაკრატელა გამოსდიოდა, თუმცა ცოტა დააკლდა გოლამდე.

სპინაცოლას ნდობა შეიძლება
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

ეს იყო ლეონარდოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ იგი სერია ა-შიც კი ნაკლებად თამაშობდა. რადგან სხვა ფლანგები არ ჰყავდა ალეგრის, მოუწია სწორედ სპინაცოლა დაეყენებინა. თუმცა ფეხბურთელს იმედები არ გაუცრუებია. მართალია, რომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა საერთო ჯამში კარგი თამაში გამოუვიდა. ალბათ ბევრმა შეამჩნიეთ როგორ დაიღალა. ასეთი დატვირთვით თან ამდენი ხანი მას ალბათ კარგახანია არ უთამაშია, ან საერთოდაც თუ ყოფილა ასე დატვირთული.

კინის თამაშით "იუვენტუსი" არაფერს კარგავს, თუ არ იგებს
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ კინის თამაში "ატლეტიკოსთან" ძალიან კარგი იქნებოდა. თუმცა, ეს უბრალოდ ვარაუდი იყო. მაგრამ მატჩის დროს მასიმილიანო ალეგრიმ მოედანზე გადაწყვიტა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემოყვანა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში 2:0 იყო. მართალია, რომ მოიზეს დიდი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ეს მისთვის დიდი სტიმული იყო და ასეთი შანსები ხშირად უნდა მიეცეს ხოლმე, რათა მეტი თავდაჯერებულობა შეიმატოს.

ასაკი მხოლოდ ციფრებია
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

ამ სიტყვებს "ბებერ ქალბატონში" რამდნეიმე ფეხბურთელი ამტკიცებს. მაგალითად ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი, რომლებმაც ალვარო მორატა და ანტუან გრიზმანი ფაქტიურად ჯიბეში ჩაისვეს

რონალდუს კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.
5 რამ, რაც "იუვენტუსისა"  და "ატლეტიკოს" მატჩიდან ვისწავლეთ

უამრავ გულშემატკივარს სჯეროდა, რომ კრიშტიანუს კვლავ შეეძლო ობლაკის კარში ჰეთ-თრიქის შესრულება. ზოგმა მათგანმა საკმაოდ სოლიდური თანხაც კი დადო ტოტალიზატორში ამაზე და მოიგო კიდეც. გაიტანა ორი არაამქვეყნიური თავური დარტყმა უძლიერესი მცველების წინააღმდეგ და ძალიან დაძაბული 11 მეტრიანი. იგი 34 წლისაა. დიახ, ზოგი ამბობს, რომ იგი დაბერდა, მაგრამ ასაკი მისთვის უბრალოდ ციფრებია. მას უკვე 128 გოლი მოუგროცდა უეფას საკუბო ჩემპიონატზე. ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, როცა 6-ში მხოლოდ ერთი ჰქონდა. ასე რომ იგი ბომბარდირებისკენ მიიწევს.

ასე და ამგვარად, ზოგის აზრით იტალიურმა კლუბმა სასწაული შეძლო. დიახ, გაუტანო "ატლეტიკოს" სამი ბურთი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 100%-ით დაცვაზეა გადრთული, ურთულესი რამაა, თუმცა ალეგრის ბიჭებმა ეს შეძლეს. მათ წინ 1/4 ფინალი ელოდებათ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: დუგლას კოშტა, კუადრადო, ხედირა, დე შილიო
გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image