ალეგრი: "ბოდიშს გიხდით"

image

"იუვენტუსის" მტავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "სპალისთან" წაგების შემდეგ ბოდიში მოუხადა გულშემატკივარს და "აიაქსზეც" ისაუბრა.

"ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა რაღაც დაგვაკლდა. თავის გმაოჩენის საშუალება ახალგაზრდებს და იმ ფეხბურთელებს მივეცი, რომლებიც მოედანს მონატრებულები იყვნენ. ამის საშუალება გვქონდა. ყველაფერი ფრეზე იყო გათვლილი, მაგრამ ყველაფერი ისე ა წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ამისათვის ბოდიშს გიხდით".

"სკუდეტოს გაფორმების თარიღმა ცოტა ხნით გადაინაცვლა, თუმცა საგანგაშო არაფერია, პირობას გაძლევთ, წელს ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს. არ დავივიწყოთ, რომ სუპერ სეზონი ჩავატარეთ. ნეაპოლელებმა რეკორდული ქულები აკრიფეს, თუმცა ჩვენ მაინც კომფორტულად ვუსწრებთ მათ და თითქმის აღარ გვეშინია".

"ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგაა. "აიაქსს" ახალგაზრდა, სწრაფი და პერსპექტიული გუნდი ჰყავს, მათი დამარცხება მარტივი არ იქნება, ამას ამსტერდამელები ამტკიცებენ. მათ უდიდეს პატივს ვცემ და მაქსიმალურად ვემზადებით შეხვედრისთვის. შემადგენლობა? ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ"
, - განაცხადა ალეგრიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 15 აპრილი 2019 18:38
რისთვის იხდი ისედაც ყველამ ვიცოდით რო დაიკიდებდით ამ თამაშს შენ თავს უხდი ბოდიშს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image