რონალდუმ ხალხს შეახსენა, რომ რობოტი არ არის - პორტუგალიელის საინტერესო განცხადება

image

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ალბათ ხალხი ფიქრობს, რომ რობოტი ვარ, მაგრამ ეს ასე არაა. ისინი ისე მიყურებენ თითქოს, არასდროს მაქვს პრობლემები და არასდროს ვარ მოწყენილი. საზოგადოება ადამიანებს ფულით აფასებს და ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია. ისინი ფიქრობენ, რომ როგორ უნდა იყო ცუდად, როცა ამდენი ფული გაქვს? მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ასე არაა."

"ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველა ერთნაირი არაა. თითქოს ხალხი ელოდება როდის ავაცელ თერთმეტმეტრიანს ან წავაგებ თამაშს, რათა გამაკრიტიკონ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია და ამისთვის მზად ვარ."

"ყოველ წელს უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ. ეს ყველაფერი ოდნავ დამღლელი და რთულია."

"ამის გარდა, გყავს ოჯახი, რომელსაც შენი ყურადღება ჭირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიმყოფები."

"ფეხბურთს ისე ვუყურებ, როგორც მისიას : უნდა გახვიდე მოედანზე, მოიგო და რაც მთავარია განვითარდე."

"ხალხი ფიქრობს, რომ თამაში აღარ შემიძლია, რადგან 34 -ის ვარ, მაგრამ მათ უნდა დავუმტკიცო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მწვერვალების დაპყრობა. სწორედ ასეთი ადამიანები მაძლევენ მოტივაციას."

"ახალგაზრდობიდანვე ვგრძნობდი დიდ წნეხს. როდესაც მადრიდის "რეალში" გადავედი, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი ფეხბურთის ისტორიაში, ასევე როცა ოქროს ბურთი პირველად ავიღე, საზოგადოება ფიქრობდა, რომ მე უკვე ყველაფერს მივაღწიე , მაგრამ ეს ასე არ იყო. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 14 მაი 2019 12:23
რობოტი არ ხარ მარა ხალხმა მაგიტო შეგიყვარა რო ყველას რობოტი გონიხარ თითქმის

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

უნდა შეიძინოს თუ არა "იუვემ" იკარდი?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image