დიდი სატრანსფერო გეგმები - რას აპირებენ "იუვე" და "ატლეტიკო' ?

image

მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს. სავარაუდოდ, ანტუან გრიზმანი და დიეგო კოშტა მადრიდს დატოვებენ. "როხიბლანო" კი მათ ჩანაცვლებას მაურო იკარდითა და პაულო დიბალათი აპირებს.

პრესაში აქტიურად იწერება გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ. კატალონიელები ფრანგს სუარესის შემცვლელად მოიაზრებენ. თანაც "ბარსას" ხელმძღვანელობა განაწყენებული გულშემატკირების გულის მოგებას მეგავარსკვლავის დამატებით გეგმავს.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალა რონალდუს ჩრდილის ქვეშ მოექცა. მან დაკარგა ალეგრის ნდობა და შესაბამისად, ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ არგენტინელი სეზონის ბოლოს "იუვეს" დატოვებს. მისი შეძენით არამარტო "ატლეტიკო" , არამედ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

სეზონის დამთავრების შემდეგ, მაურო იკარდი დიდი ალბათობით "ინტერს" დატოვბეს. არგენტინელის შეძენით "ატლეტიკოს" გარდა, ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება.

მართალია, მადრიდელებს დიბალაც სურთ და იკარდიც, მაგრამ სავარაუდოდ ერთ მათგანზე უარის თქმა მოუწევთ, რადგან თუ "იუვემ" დიბალა გაუშვა, მას იკარდით ჩაანაცვლებს.

შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობამ "ატლეტიკოს" თან პაულო დიბალა და თან მისი მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაუთმოს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 14 მაი 2019 23:51
ვა რა მოხდება ნეტა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image