რა ბედი ელის გონსალო იგუაინს?

image

როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინი "იუვეს" საკუთრებაა. გასულ ზაფხულს "ბებერმა ქალბატონმა" იგუაინი "მილანში" გაანათხოვრა, სადაც მან რამდენიმე თვე ითამაშა, ამის შემდეგ კი გონსალო "ჩელსიში" გაუშვეს იჯარით.

უნდა აღინიშნოს, რომ "პიპიტა" ვერც "მილანს" და ვერც "ჩელსის" ვერ მოერგო. სწორედ ამიტომ, ლონდონელები მის დატოვებას არ აპირებენ და ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, გონსალო "იუვეში" დაბრუნდება.

თავის მხრივ, არც "ბიანკონერს" სურს მისი დაბრუნება, რადგან გუნდში ისედაც ბევრი თავდამსხმელია, თანაც "იუვე" მაურო იკარდის შეძენას აპირებს, შესაბამისად, იგუაინის ადგილი ტურინში ფაქტობრივად აღარაა.

ჯერჯერობით "იუვეს" ხელმძღვანელობას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ, "ბებერი ქალბატონი" არგენტინელს იჯარით აღარ გაუშვებს და საბოლოოდ გაყიდის მას.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 16 მაი 2019 15:49
დაიტოვეთ სკამზე მაინც გყავდეთ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image