რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

image

21-ე საუკუნში საფეხბურთ სამყაროს ორი გამოკვეთილი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა სახელები ყველამ იცის. მათი შედარება ყოველდღიურად ხდება, მიუხედავად განსხვაებული ასაკისა თუ სათამაშო პოზიციისა. გთავაზობთ twitter-ის ერთ-ერთი გვერდზე დადებულ სტატისტიკას, სადაც კრიშტიანუს 6 მიღწევაა, რომლებიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია.

1.პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორ განსხვავებულ კლუბში ყველა გუნდური და ინდივიდუალური ტიტული მოიგო - "რეალსა" და "იუნაიტედში" კრიშტიანუმ შეძლო მოეგო ყველაფერი, ოქროს ბურთის, ოქროს ბუცის, ჩემპიონთა ლიგის, შიდა ჩემპიონატის, თუ სუპერ თასის მოგება. ეს ყველაფერი მან ორივე კლუბში ცალ-ცალკე შეძლო. და შეუძლია კვლავ გააუმჯობესოს, თუ კი "იუვენტუსშიც" მსგავს შედეგებს დააფიქსირებს. მესის ეს ყველაფერი არანაკლები აქვს, თუმცა მან მხოლოდ 1 მაისურით, ერთ გარემოში მოახერხა თავისი ტიტულების მოგროვება.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

2.ტოპ 5-დან 3 ჩემპიონატის მოგება - დიახ, ეს წინა მიღწევასავითაა, თუმცა ამჯერად სამი კლუბის სახელით მოახერხა კრიშტიანუმ ჩემპიონობა შიდა ჩემპიონატში.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

3.ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 5 სეზონში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა - თუ მესის გოლებსაც გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ 5 სეზონის მანძილზე მანაც გაიტანა 50 გოლზე მეტი, თუმცა ზედიზედ 5 სეზონი, ასე სტაბილურად გოლების ყრა ჯერ კიდევ გადაულახავი ბარიერია მისთვის. აი, რონალდუმ ეს 2011-12 წლების სეზონიდან 2015-16 წლების სეზონის ჩათვლით მოახერხა.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

4.ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 6 სეზონის განმავლობაში მნიშვნელობა არ აქვს რომელ კლუბს ქომაგობ, ჩემპიონთა ლიგას მაინც უყურებ, რადგან ამ ტიტულისთვის თითოეული გუნდი მაქსიმალურად იბრძვის მათთვის სულ უცხო გუნდის წინააღდეგ. განსხვავებული ხასიათი, აქცენტი და სანახაობა. კრიშტიანუსთვის მათთან გამკლავება რთული არასდროს ყოფილა და ზედიზედ 6-ჯერ მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატზე ყველაზე მეტის გატანა. ის ბომბარდირი 2012-13 (11 გოლი), 2013-14 (17 გოლი), 2014-15 (10 გოლი), 2015-16 (16 გოლი), 2016-17 (12 გოლი), 2017-18 (15 გოლი) წლებში გახდა.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

5.ყველაზე მეტი სანაკრებო გოლი ერთ კალენდარულ წელში მართალია, რომ რონალდუმ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა შემდეგი წელიც არ ყოფილა მისთვის ცუდი. მან 32-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა, რაც აბსოლიტური რეკორდია ერთი კალენდარული წლის მანძილზე.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია

6. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგება - თუ ეს აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი და ნახოთ, რომ "რეალმა" ეს მოახერხა, რაშიც კრიშტიანუმ ლომის წვლილი შეიტანა. ძალიან რთული წარმოსადგენია მსგავსი რამ კიდევ მოხდეს, თუმცა, როგორც ვთქვით, შეუძლებელი არაფერია, ამის მაგალითი თვალწინ გვყავს.

რონალდუს 6 მიღწევა, რომელიც მესისთვის თითქმის შეუძლებელია
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

Viktoriya1995
Viktoriya1995 10 ივნისი 2019 04:20
Если у вас на работе или дома заблокирован доступ к этому или любому другому сайту
Используйте тор браузер он обходит все возможные блокировки провайдеров.
https://tor-browser-vpn.ru/

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image