კინის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ

image

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა მოიზე კინმა მედიასთან მის თავზე ისაუბრა...

"როცა აქ მოვედი, ბევრ რაიმეს მივხვდი. ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მეხმარება, რომ განვვითარდე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ, რომ სხვაგან ასეთი ადგილი არ მეგულება. ვიცი, რომ შავ-თეთრი მაისურის ტარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა არა ტვირთი, ამიტომაც ახლა დასასვენებლად მივდივარ".

"ყველაზე დიდი ამბიცია? ამ მომენტისთვის ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან ყურადღებას ვადუნებთ. ჩვენი მიზანია თითოეულ ჩემპიონატზე უმაღლესი დატვირთვით მოვემზადოთ. სწორედ ეს გვეხმარება, რომ ყოველ მომდევნო დღს უფრო ძლიერები შევხვდეთ".

"რონალდუ? მე არ ვარ იმ ტიპის, რომ კითხვები დავსვა, თუმცა მას წყნარად ვაკვირდები. ვცდილობ გავიმეორო ის, რასაც იგი აკეთებს. არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. გოლის წყურვილი, დატვირთვა და საოცარი ვარჯიში. ვცდილობ მას მივბაძო. ყველაზე მეტად ვის ვბაძავ? დროგბას. მის ყურებაში გავიზარდე. უყურო მას როგორ მოძრაობს და როგორ იტანს, გასაოცარია".

"როდესაც უფრო პატარა ვიყავი, ბალოტელი მომწონდა. განსაკუტრებით მაშინ, როდესაც "ინტერში" ირჯებოდა. მანაც დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე".

"სიმართლე გითხრათ, ადრე ნახევარმცველობა უფრო მხიბავდა, მაგრამ მამაჩემს არ მოსწონდა ეს, ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ 9 ნომრიანი მაისური უნდა მეტარებინა. ჩემს ოჯახის დიდი მადლობელი ვარ, რადგან სწორად მათ დამსახურებაა, რომ ამ დონეზე ვარ. დედას უნდოდა, რომ პირველ რიგშ მესწავლა, მაგრამ ორი რაიმის გაკეთება ერთად ძალიან რთუალია. საბოლოოდ ჩემმა სურვილმა გადაწონა და ფეხბურთელი გავხდი. ახლა დედაჩემი ჩემი თ ამაყობს და მის გარეშე ამას ვერ მივაღწევდი".

"იტალიის ნაკრები? არასდროს ველოდებოდი, რომ დამირეკავდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, ინგლისთან მატჩის შემდეგ. ბაჯო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ უმაღლეს ნაკრებს უნდა დავმატებოდი. შეგიძ₾იათ წარმოიდგინოთ იმ მომენტში რა ვიგრძენი? საოცარი შეგრძნება იყო. ლურჯო მაისურის ტარება რაღაც სასწაულია. ყოველთვის მზად უნდა იყო, ივარჯიშო დიდი დატვირთვით, რადგან არასდროს იცი რა მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომნეტი იყო ჩემს კარიერაში", - განაცხადა კინმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image