რა შემთხვევაში დაიბრუნებს "იუვე" პოგბას? - ფრანგის ტრანსფერი უფრო და უფრო რთულდება?

image

იტალიური პრესაში აქტიურად იწერება, რომ "იუვეს" მთავარი სამიზნე მისი ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბაა.

აარონ რემზის გაფორმების შემდეგ, ტურინელები ცენტრის გამაგრებას პოგბას დაბრუნებით გეგმავენ.

თუმცა დღეს, Corriere dello sport- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბებერი ქალბატონი" იმ შემთხვევაში შეიძენს ფრანგს, თუ გუნდს მარიო მანჯუკიჩი, ხუან კვარდადო, დუგლას კოშტა, ჟოაუ კანსელუ და მატია პერინი დატოვებენ.

კანსელუს თემა მართლაც აქტუალურია და დღითიდღე მისი ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიში" რეალური ხდება. მის სანაცვლოდ "იუვე" 50 მილიონის მიღებას გეგმავს.

პორტუგალიელისა და სხვა ჩამოთვლილი ფეხბურთელების ფასი ერთად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაახლოებით 120 მილიონია, ეს ის თანხაა, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" პოგბას სანაცვლოდ ითხოვს.

შესაბამისად, თუ აღნიშნულმა ფეხბურთელებმა "იუვე" დატოვეს, პოლ პოგბა ტურინში დაბრუნდება.

მოცემული ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა და არ არის გამორიცხული, რომ "შავ-თეთრებმა" ფრანგი სუპერვარსკვლავი სხვა გზით შეიძინონ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

უნდა შეიძინოს თუ არა "იუვემ" იკარდი?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image