სარიმ "იუვენტუსის" ფეხბურთელებთან კონფლიქტზე ისაუბრა

image

"იუვენტუსის" ახალმა მწვრთნელმა მაურიციოს სარიმ ფეხბურთელებისა და მათი ხელმძღვანელების შესახებ ისაუბრა. სპეციალისტმა განაცხადა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის.

"ჩელსიში" დიდებული ფეხბურთელები გავწვრთენი, თუმცა აქ მოსვლით უფრო მაღალ დონეზე გადავინაცვლე. კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემითვის დიდი პატივია მისთვის დახმარება, რათა ახალ რეკორდებს მიაღწიოს. დიახ, ასეთი რაღაცები მომწონს, მაგალითად სწორედ ჩემმა ფეხბურთელმა შეძლო სერია ა-ს ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გატანა (გონსალო იგუაინი - "ნაპოლი"). ვნახოთ აბა რამდენად შევძლებთ შედეგის გაუმჯობესებას".

"ჩემი აზრით, დიბალა უნივერსალური ფეხბურთლია, მას შეუძლია ყველგან თამაში , შესაბამისად უნდა გადაეწყონ სხვა ფეხბურთელებიც. აგრეთვე საკვანძო როლი აკისრია ცენტრ ფორვარდსაც. ვერ გეტყვით რომელიმე ფეხბურთელთან ვაპირებ თუ არა ჯერ შეხვედრას, ცოტახანი ყველას დასვენება სჭირდებათ, თუმცა ვისურვებდი, რომ შეტევაში საქმე კარგად მომეგვარებინა, რათა სწორედ ისინი ასრულებენ გადამწყვეტ როლს თამაშში".

"იდეებისთვის ადრე 2-3-ჯერ თუ მიკითხავს ფეხბურთელისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში გავაანალიზე, რომ ეს აუცილებელია და მოთამაშესთან ხშირად საუბრობდე. მასთან ერთად უნდა განიხილო მისი სათამაშო როლი, სად გრძნობს თავს კომფორტულად, აგრეთვე აქვს თუ არა რაიმე იდეა ტაქტიკური თვალსაზრისით და ა.შ. ყველას შეუძლია თავისი წვლილი სხვადასხვა გზით შეიტანოს, იმპროვიზაცია კრეატიულობაში დაგვეხმარება. კონფლიქტი გუნდში ყოვლად დაუშვებელია. ჩემს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთბა არ მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება".

"დუგლას კოშტასაც გამოვყოფდი. იგი უდიდესი ნიჭს მქონდე ფეხბურთლია, რომელსაც ჯერ კიდევ არ უნდახებია ჩვენთვის რა შეუძლია. ჯერ არავინ დამისახელებია, პრესაში ტყუილები ვრცელდება. მანჯუკიჩის გაშვება და იგუაინის გადმოყვანა ჩემს გეგმებში არ შედის, თუ რამეს მოვიფიქრებ, ხელმძღვანელობასთან შევათანხმებ, მანამდე კი, ყველაფერი რაც კი აქამდე პრესაში გაიგონეთ, ტყუილია".

"ახლა უნდა დავფიქრდე რა იქნება ჩვენი კოზირი მომავალ წელს. აი ამის შემდეგ კი ნამდვილად დავფიქრდები ტრანსფერებზე, არ მიყვარს მოთამაშეების მხოლოდ სახელით განსაზღვრა. უპირატესობას ვანიჭებ მათ ხასიათს და შრომისუნარიანობას. ანიელი ჩემზე მეტ ფეხბურთელს იცნობს, ამიტომაც კარგ ხელში ვართ".

"იგუაინი? არ მისაუბრია მასთან. იგი ჩვენი ფეხბურთელია, დაბრუნდება და ვისაუბრებთ. მას ისეთი ხასიათი აქვს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში. თუმცა, როგორც იცით, წინა სეზონში მასსა და "იუვენტუსს" შორის ყველაფერი კარგად არ წარმართულა, ამიტომაცაა მისი აზრი აუცილებელი. 3-4 წელი მას ისევ ასე შეუძლია თამაში".

"ბერნარდესკი? არ დავმალავ, რომ იგი ძალიან მომწონს. უნიჭიერესი ახალგაზრდაა და მის მიმართ სიმპატიას კარგახანია გმაოვხატავ. ახლა მისთვის აუცილებელია კონკრეტული როლი მიეცეს და მასზე იმუშაოს, რათა სწორად განვითარდეს"
, - განაცხადა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image