ბრძოლა ოქროს ბურთისთვის - როგორ აფასებენ ბუკმეიკერები რონალდუს შანსებს?

image

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, ობიექტურად რომ ვთქვათ, გასულ სეზონში არც თუ შთამბეჭდავი იყო. 5-გზის 'ოქროს ბურთის' მფლობელმა, როგორც წესი, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, თუმცა ეს მისი საუკეთესო წელი არ ყოფილა.

დიდებული სტარტის მიუხედავად, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა ლეო მესიმ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე ნავსის გატეხვა და ტიტულის მოგება კვლავ ვერ მოახერხა. იგივე ბედი გაიზიარა მო სალაჰმაც, რომლის ეგვიპტეც აფრიკის თასზე გამოდიოდა.

ზემოთ აღნიშნულისა და სხვა დანარჩენის ფონზე, 'ოქროს ბურთის' მოგების უმთავრეს ფავორიტად ბუკმეიკერები ვირჯილ ვან დაიკს მიიჩნევენ, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალედ ითამაშა, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესაბამისად, მისი კოეფიციენტი 1.9-ს უტოლდება.

მეორე პოზიციაზე "ბარსას" 10-იანია (2.75). ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუციც დაიმსახურა. მე-3 ადგილს მო სალაჰი იკავებს - მის შანსებს სპორტული ტოტალიზატორის წარმომადგენლები 6.5-ით აფასებენ, რონალდუს შემთხვევაში კი კოეფიციენტი 7.0-ია.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image