მიზეზი თუ რატომ ტოვებს "იუვეს" მანძუკიჩი - მარიოს მომავალი გუნდი ცნობილია?

image

პრესაში აქტიურად იწერება მარიო მანძუკიჩის შესაძლო წასვლის შესახებ.

ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სარი აპირებს რონალდუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშოს, სადაც აქამდე ხორვატი თამაშობდა.

ეს იმის მანიშნებელია, რომ მანძუკიჩი ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნება, რაც მას ნამდვილად არ უნდა.

მარიოს შეძენით არაერთი გუნდი ინტერესდება. ამჯერად მისი შეძენის სურვილი მიუნჰენის "ბაიერნმა" გამოთქვა, სადაც ის ადრეც ასპარეზობდა.

მანძუკიჩმა გერმანიაში 2 წელი დაჰყო. მან 47 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ამასთან, "ბაიერნთან" ერთად მარიომ 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 უეფას სუპერთასი მოიგო და 2-ჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 10 ივლისი 2019 22:47
მაგრა არ მინდა შენი წასვლა მარა მაინც წარმატება სადაც წახვალ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image