იგუაინი ყველა შემოთავაზებას უარყოფს - მისი დარჩენა მოიზე კინს საფრთხეს შეუქმნის?

image

გონსალო იგუაინი, რომელიც ჯერ კიდევ ტურინშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, არც ერთი კლუბის შემოთავაზებას არ განიხილავს. არგენტინელს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი "იუვეში" დარჩენა.

გასულ დღეებში, მან ორი გუნდის, "რომასა" და "ვესტჰემის" შემოთავაზება დაბლოკა. არა და ინგლისელები საკმაო თანხას სთვაზობდნენ "ბებერ ქალბატონს".

საინტერესოა ხელმძღვანელობის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. "პიპიტას" მიზანი კი აშკარაა - დაიმკვიდროს ძირითად თერთმეტეულში ადგილი, რაც ნამდვილად გაუჭირდება.

საგულისმოა, რომ არგენტინელის გუნდში დარჩენამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოიზე კინის მომავალს, რადგან გუნდში ისედაც ბევრი თავდამსხმელია და იგუაინის დარჩენის შემთხვევაში კინს თითქმის აღარ მიეცემა სათამაშო დრო.

თანაც თუ გავითვალისწინებთ იგუაინისა და სარის ურთიერთობას, იტალიელი სპეციალისტის პირველი არჩევანი სწორედ არგენტინელი ფორვარდი იქნება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიდი ალბათობით "პიპიტას" ტრანსფერი დროის საკითხია, ამასთან "ბიანკონერი" აქტიურად ცდილობს მაური იკარდის შეძენას.

ყოველივე ეს კი იმის მაუწყებელია, რომ მიუხედავად იგუაინის დიდი მონდომებისა, სულ მალე ის ტურინს დატოვებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image