ოფიციალური ცნობა დე ლიხტთან დაკავშირებით - ყველაფერი დასრულდა

image

დე ლიხტთან დაკავშირებით მედიაში საბოლოო ცნობები გავრცელდა. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი ბარგს ალაგებს და ტურინში ამ საღამოს, ან ხვალ დილით ჩავა.

სამედიცინო შემოწმება სამშაბათს არის ჩანიშნული, თუმცა შესაძლოა თარიღმა გადმოიწიოს. (მხოლოდ ეს არის დაუზუსტებელი).

ფეხბურთელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს . ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ნახსენებია აგრეთვე გამოსასყიდი თანხაც, რომელიც დაახლოებით 170-180 მილიონი ევრო იქნება.

ტურინელებს ფეხბურთელი 85 მილიონი ევრო დაუჯდათ. 75 აიაქსმა მიიღო, 10 კი მინი რაიოლამ. (ესეც დაუზუსტებელია. საბოლოო ცნობები კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ გასაჯაროვდება).

უკანასკნელ დღეებში უამრავი ცნობები გროვდებოდა. ეს ინფორმაცია ოფიციალური გვერდიდან დასტურდება და 99%-ით შეესაბამება სიმართლეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ხვალ დილას მატიასს უკვე "იუვენტუსის" სავარჯიშო ფორმაში ვიხილავთ.

თუ დამატებითი ცნობები გჭირდებათ, აქვე გეტყვით, რომ "იუვენტუსის" ფეხბურთელების უმეტესობამ დე ლიხტი ინსტაგრამზე გამოიწერა. მათ შორის კრიშტიანუ რონალუდმაც. აქვე დასტურდება, რომ ფეხბურთელმა და მაურიციო სარიმ ერთმანეთში ისაუბრეს, რაც სრულად შეესაბამება სიმართლეს. და ბოლოს, ალბათ გაიგებდით, რომ მიუხედავად დე ლიხტის "აიაქსის" სამწვრთნელო ბაზაზე ვარჯიშისა, იგი კლუბის განაცხადში ვერ მოხვდა და ავსტრალიაში არ მიჰყვება თანაგუნდელებს.

ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს. თუმცა, როგორც გითხარით, რომ არა ეს ფაქტები, ეს ინფორმაცია მაინც სიმართლე იქნებოდა დღეს, რადგან უკვე ყველაფერი ოფიციალურად გუშინ გადაწყდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

უნდა შეიძინოს თუ არა "იუვემ" იკარდი?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image