დე ლიხტი: " გამოგიტყდებით, ეს ძალიან რთული იქნება"

image

"იუვენტუსის" სუპერთინეიჯერმა მცველმა მატიას დე ლიხტა თავის კარიერაზე ისაუბრა და განაცხადა თუ რა არის მისი მიზანი "იუვენტუსში". გარდა ამისა, ფეხბურთელი თავისი შანსებიც შეაფასა სასტარტო თერთმეტეულისთვის.

"ასეთი თანაუნდელები ნამდვილად სასიხარულოა. ისინი ყოველთვის მეხმარებიან, რათა განვვითარდე. მეგობრობას არ მაკლებენ. არ შემიძლია არ დავმალო მათი დონე. ვუყურებ და გაოცებას ვერ ვმალავ. თითოეული მათგანი საქმეზე მაქსიმალურადაა კონცეტრირებული. მუშაობენ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ასპექტებზეც".

"სიმართლე გითხრათ, უნდა ვაღიარო, რომ სასტარტოში მოხვედრა გამიჭირდება. თუმცა მე ჩემს მაქსიმალურს გავაკეთებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

"როგორც გითხარით, კრიშტიანუს მთავარი როლი არ უთამაშია ჩემს ტრანსფერში. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც იგი პირადად გპატიჟებს კლუბში, მაგრამ მე სულ სხვა ფაქტორების გამო დავთანხმდი "ბიანკონერის" ზარს".

"ვიქნები თუ არა "იუვენტუსის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ან მცველი? მე ხომ ეს ესაა აქ ჩამოვედი. ამაზე არ ვფიქრობ. დღევანდელობით ცხოვრება მირჩევნია. მთავარია დღეს უკეთესი იყო, ვიდრე გუშინ იყავი. დანარჩენი თავისით მოვა. ვნახოთ რა იქნება, თუმცა, როგორც გითხარით, ეს ჩემი პირველი საფიქრალი არ არის".

" არ ვიცი მსოფლიოში საუკეთესო დაცვა გვყავს თუ არა. ის კი ვიცი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუმცა მოედანზე მხოლოდ ორი გავა. იმედი მაქვს, მათ რიცხვში მეც შევალ",
- განაცხადა დე ლიხტმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

ვინ გსურთ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ახალ სეზონში?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image