მიზეზები, თუ რატომ სცემენ უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

image

juve.ge-ს ადნინისტრაცია "იუვენტუსის" ლეგენდების შესახებ რამდენიმე ბლოგს შემოგთავაზებთ. პირველი ჯანლუიჯი ბუფონია.

სანამ უშუალოდ იმაზე ვისაუბრებდეთ, თუ რატომ უყვართ იგი იტალიაში ასე ძალიან, ცოტა რამ გავიგოთ მასზე.

ჯიჯი 41 წლის იტალიელი მეკარეა, რომელსაც პროფესიულ ფეხბურთში სამი კლუბის მაისური აქვს გამოცვლილი. "პარმა", "იუვენტუსი" და "პსჟ". საფრანგეთში ერთწლიანი გაფრენის შემდეგ, იგი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და "ბებერი ქალბატონის" მაისური მოირგო. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ყველა წელს მის საბოლოო სეზოანდ მიიჩნევენ ფეხბურთელის რანგში, თუმცა იგი 41 წლისაა და კვლავ კარის ხაზს დარაჯობს.

მიზეზები, თუ რატომ  სცემენ  უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

უამრავი მიზეზი შეიძლება მოიძებნოს, თუ რატომ არის ჯიჯი "იუვენტინოების" ტრფობის საგანი. პირველ რიგში ეს მისი ერთგულებაა.

მიზეზები, თუ რატომ  სცემენ  უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

ჯიჯიმ "შავ-თეთრის" მაისური 2001 წელს მოირგო. ამის შემდეგ მან უდიდესი პროგრესი განიცადა. რა თქმა უნდა, მის განვითარებას სხვა კლუბებიც ამჩნევდნენ და მას ზღაპრულ წიანდადებებს სთავაზობდნენ, თუმცა იგი ტურინელთა ერთგული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ წასვლისთვის უამრავი საბაბი ჰქონდა. პირველი ის, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ოცნებად დარჩა. ამ ოცნებას ჩამოაშორა,(დროიებით, მაგრამ მაინც) მეროე მიზეზმა. ეს კალჩოპოლი იყო. გახსოვთ ალბათ, ან გსმენიათ, რომ "იუვენტუსი" სერია ბ-ში დააქვეითეს. ბევრმა ვარსკვლავმა კლუბი დატოვა, თუმცა ბუფონი კლუბიდან არ წასულა და თავის გუნდს ჭირში გვერდში დაუდგა. ისე, როგორც ასე რამდენიმე ლეგენდამ ქნა.

მიზეზები, თუ რატომ  სცემენ  უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

ერთგულების გარდა, რთულია არ გაგაოცოთ მისმა სიძლიერემ კარის ხაზზე. იგი არაერთი ულამაზესი სეივის ავტორია. მისი რამდენიმე მოგერიება ყველა დროის საუკეთესოებშია შესული. მას ჰქონდა პერიოდი, როდესაც ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ჯიჯიმ ეს კრიზისიც დაძლია და დღესაც კი მაღალ დონეზე თამაშობს. ალბათ გაგიგაით, როდესაც ვინმე კალათში ბურთს მოათავსებს, მაიკლ ჯორდანს ეძახიან, თუ ჩოგბურთს კარგად თამაშობს, ნადალის, თუ ფეხბურთშია გამორჩეული, მესის ან რონალდუს, მაგრამ თუ ვინმე კარგი მეკარეა, მას ბუფონს ადარებენ. არამარტო რეალურ ცხოვრებაში, არამედ მოედანზეც. ჯერ კანი, პეტერ ჩეხი, მერე კასილასი, ნოიერი, დე ხია, ტერ შტეგენი და კიდევ უამრავი სხვა მეკარე, რომლებსაც ჯიჯის გვერდით ყოველთვის აყენებდნენ და სულ ცდილობდნენ, რომ მასთან შეედარებინათ.

მიზეზები, თუ რატომ  სცემენ  უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

ერთგულისა და კარგად თამაშის გარდა ბუფონს ლიდერობისა და კაპიტნობის ნიჭიც აქვს. იგი იტალიის ნაკრებსაც კაპიტნობდა და "იუვენტუსსაც". "პსჟ"-შიც კი მოირგო რამდენჯერმე სამკლაური. უამრავ ფეხბურთელს უთქვამს, რომ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც ჯიჯი მათ უკნიდან მითითებებს აძლევს და თავს მშვიდად გრძნობენ, როცა მათ უკან ბუფონი იცავს კარის ხაზს.

მიზეზები, თუ რატომ  სცემენ  უდიდეს პატივს ბუფონს "იუვენტინოები"

ბევრი ფეხბურთელისთვის, მეკარისთვისა თუ სპორტსმენისთვის იგი ყოველთვის მისაბაძი მაგალითია. მან ბევრს შეაყვარა ფეხბურთის ყურება.

ამის შემდეგ შემოგთავაზებთ საინტერესო და უცნობ ფაქტებს მისი ცხოვრებიდან თუ კარიერიდან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 31 ივლისი 2019 23:29
მაგარი ხარ გაიხარე მადლობა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image