კოშტა: "სარი მას ჰგავს. იგი საკუთარი თავის რეალიზებაში მეხმარება"

image

"იუვენტუსის" გარემარბმა დუგლას კოშტამ თავის ტურინულ კარიერაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა თავისი ველი და ახალი მწვრთNელები შეადარა ერთამენთს.

"ვცდილობ ჩემი ღირებულებები განვავითარო. ზუსტად ვიცი, განსხვავებული სეზონი მელის. ტრავმება დატანჯა, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე არ იქნება. დიახ, სარი ძალიან მომწონს. მე შემტევი ფეხბურთი მიყვარს და იგი სწორედ ამას გვთავაზობს. კარის ხაზთან ახლოს ყოფნა ძალიან მომგებიანია. მე და რონალდუ მეგობრები ვართ. მაურიციომ დამავალა, რომ მასთან ახლოს ვითამაშო და იგი მაქსიმალურად მოვამარაგო. არა მარტო კრიშტი, არამდე იგუაინი და სხვებიც. სარი თავდამსხმელებისთვის ძალიან კარგი მასწავლებელია".

"მოვხვდები თუ არა შემცირებაში? ჩვენ უძლიერესი ფეხბურთელებით ვართ დაკონპლექტებული. თითეულს შეუძლია ნებისმიერ კლუბში თამაში. კლუბს სათავეში პროფესიონალები უდგანან და მათ თავიანთ საქმე კარგად იციან. მჯერა, რომ საუკეთსო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ყველაფერი პარატიჩსა და ნედვედზეა დამოკიდებული. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მათთან, თუმცა პროფესიონალიზმი თავისას მოითხოვს".

"სარი ბერად განსხვავებულია, ვიდრე ალეგრი. მაურიციო მაქსიმალურად ცდილობს, პრესინგი განვახორციელოთ, აი ალეგრი ღრმად თამაშს გვაჩვევდა. დიდი ცვლილებების წინაშე ვდგავართ. დაცვითი თამაშიდან შემტევზე გადასვლა არ გამიჭირდება, მე ხომ გუარდიოლას "ბაიერნში" ვთამაშობდი".

"მას შემდეგ მასიმილიანომ შედარებით უკან დახევას მიმაჩვია. ახალა კი სარი აღმოვაჩინე, რომელიც ალეგრის განვითარებულს კიდევ უფრო განავითარებს და თავისებურადაც შეცვლის. სარი და გუარდიოლა ერთმანეთს ჰგვანან. პრესინგი და მოწინააღმდეგე გუნდის მცველების "წვალება" ეს მათი ხელოვნებაა. აგრეთვე ბურთთან სწრაფად შეხებაც მათი სტილის დამახასითებელი თვისებაა. ეს ორი დიდი განსხვავებული მწვრთნელია მსგავსი საფეხბურთო იდეებით",
- განაცხადა კოშტამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 12 აგვისტო 2019 18:29
აბა შენ კოჰტა მჯერა შენი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image