იკარდი "იუვენტუსის" წინადადების მოლოდინში - რას აპირებს "იუვე"?

image

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა რჩება, თუმცა მაურო იკარდის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

"იუვეს" ინტერესი მის მიმართ შედარებით განელდა. აქამდე ამ ტრანსფერზე უფრო მეტი იწერებიდა, თუმცა ამჯერად ეს საკითხი უკანა პლანზეა გადასული.

როგორც "Gazzetta dello sport" იტყობინება, იკარდის მხოლოდ ტურინში გადაბარგება სურს და სხვა გუნდების წინადადებას არ განიხილავს. არა და "რომა" და "ნაპოლი" არგენტინელის გადმობირებას აქტიურად ცდილობენ.

იკარდის აგენტი რამდენჯერმე შეხვდა კიდევაც მათ, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მაუროს არაფერი სურს, გარდა "იუვეში" გადასვლისა. შესაბამისად, არგენტინელი ფორვარდი "ბებერი ქალბატონის" წინადადების მოლოდინშია.

"ბიანკონერის" ხელმძღვანელობის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 13 აგვისტო 2019 16:08
დავიღალე იკარდის ამბებით დროზე გაირკვიეთ რა გინდათ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image