6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ

image

როგორც მოგეხსენებათ, მაურისიო სარიმ დაადასტურა, რომ გუნდს 6 ფეხბურთელი დატოვებს...

დღეს კი, იტალიურმა პრესამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში შავ-თეთრ მაისურს არ მოირგებენ.


მატია პერინი
6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ

მას შემდეგ რაც "იუვეში" ჯიჯი ბუფონი დაბრუნდა, მედია მაშინვე პერინის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა. მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო "ბენფიკაში", თუმცა მოულოდნელად "იუვეს" გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მიუხედავად ამისა დიდი ალბათობით პერინი "ბებერ ქალბატონს დატოვებს.

დანიელე რუგანი
6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ

რუგანის შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება. მას პრესა "არსენალთან" აკავშირებს და თუ იტალიურ მედიას დავეყრდნობით, დანიელე სულ მალე "მეთოფეების" რიგებს შეუერთდება.

ბლეზ მატუიდი
6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ


აარონ რემზისა და ადრიენ რაბიოს "იუვეში" მოსვლის შემდეგ, გუნდში ბევრი ნახევარმცველის ტურინული კარიერა ეჭვქვეშ დადგა. განსაკუთრებით კი მატუიდის, რომლის სახელსაც "მონაკოს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ. თუმცა ის ინგლისში ვეღარ გადავა და დიდი ალბათობით ფრანგი კარიერას მშობლიურ ქვეყანაში გააგრძელებს.


მარიო მანძუკიჩი
6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ

ალბათ ბევრი "იუვეს" ქომაგი წუხს ამ საკითხზე, თუმცა მანძუკიჩის შესაძლო წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, ხორვატი ვეტერანი სარის გეგმებში არ შედის. პრესეზონის შეხვედრებში გამოჩნდა, რომ სარი იგუაინსა და მანძუკიჩს შორის უპირატესობას არგენტინელს ანიჭებს და სულაც არ არის გამორიცხული "პიპიტა" "იუვეში" დარჩეს, ხოლო მარიომ გუნდი დატოვოს.

ხუან კვადრადო
6 ფეხბურთელი, რომლებიც დიდი ალბათობით "იუვეს" დატოვებენ

გასულ თამაშებში კარგად გამოჩნდა, რომ კოლუმბიელი გარემარბის ადგილი "იუვეში" არ არის. წარუმატებელი დრიბლინგები, ფიზიკური სისუსტე, არაზუსტი პასები, ეს ყველაფერი კვარდრადოსთვის უცხო არ არის, ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით, კოლუმბიელი მომავალ სეზონში "იუვეს" ღირსებას აღარ დაიცავს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 13 აგვისტო 2019 16:06
ყველას წასლვა არ მინდა აქიდან

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image