დანილო: "რონალდუს 7 ნომრიანი მაისური ვთხოვე და მან ასე მიპასუხა"

image

"იუვეტუსის" ახალწვეულმა დანილომ დღეს პუბლიკასთან ისაუბრა. კლუბმა იგი წარადგინა და ბრაზილიელმა არაერთ კითხვას გასცა პასუხი. ერთ-ერთ ეპიზოდში მან რონალდუსთან საუბარი გაიხსენა.

"კრიშტიანუსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მან კლუბი ძალიან კარგად დაახასიათა. მეტიც, მისი თქმით ეს არის ერთი დიდი ოჯახი. აი, რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად".

"მას ვეხუმრე და 7-ნომრიანი მაისური ვთხოვე, მაგრამ უკვე დაკავებულიაო ასე მიპასუხა".

"სანამ აქ გადმოვბარგდებოდი, ალექს სანდროს რამდენჯერმე ვესაუბრე. ბედნიერი ვარ, რომ მასთან თამაშის საშუალება კვლავ მეძლევა",
- განაცხადა დანილომ.

კრიშტიანუ და დანილო ერთად რეალში ირჯებოდნენ. ხოლო ალექს სანდროსთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში ირჯებოდა "ბიანკონერის" ახალწვეული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 14 აგვისტო 2019 11:03
მართალი გიპასუხა დაიმსახურებ მოგცემს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image