დემირალი: "აქ მოსვლით ოცნება ამიხდა"

image

"იუვენტუსმა" გუშინ ოფიციალურად წარადგინა მერიჰ დემირალი. 21 წლის მცველი ტურინულმა კლუბმა "სასუოლოდან" 18 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა.

"ძალიან მიხარია აქ ყოფნა. "იუვეში" გადმოსვლა ოცნების ახდენაა. იმედი მაქვს, სწრაფად მოვახერხებ ახალ გუნდში ადაპტირებას. დარწმუნებული ვარ, ამაშინ კიელინი და ბონუჩი ძალიან დამეხმარებიან. კიელინი ჩემი კუმირია და დიდი პატივია, რომ მის გვერდით ვითამაშებ.

დიდი პასუხისმგებლობაა, რომ "იუვეში" პირველი თურქი ფეხბურთელი ვიქნები. ვეცდები ვიყო მაგალითი და ვუჩვენო ყველას, რომ თავდაუზოგავი შრომით დიდი მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

იტალია იდეალური ადგილია, რომ ისწავლო თავდაცვა. ამ ქვეყანაში მითამაშია და იმედი მაქვს, ეს დამეხმარება ადაპტაციაში. დიდი მიზნები მაქვს და ამ სეზონში კლუბთან ერთად წარმატების მიღწევის სურვილი მაქვს",
- განაცხადა პრესკონფერენციაზე დემირალმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 საიტზეა
baqari15 21 აგვისტო 2019 13:33
აბა რა წარმატება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image