რონალდუ კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა - რას აპირებს კრიშტიანუ?

image

"იუვენტუსის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ნელ-ნელა კარიერის დასრულებაზე დაიწყო საუბარი. მან განაცხადა, რომ შესაძლოა ეს სეზონი უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის.

"თავის სარჩენად ფეხბურთი არ მჭირდება. ფინანსურად ისედაც კარგად ვარ. ის, რაც მე მჭირდება, პროექტები და თამაშის წყურვილია. რა თქმა უნდა "იუვეც". ყოველთვის მომწონდა ეს კლუბი. ისინი იტალიაში საუკეთესოები არიან, ხოლო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოები".

"ევროპაში თავის დასამკვიდრებლად ყოველთვის იბრძვის ეს გუნდი. ინგლისისა და ესპანეთის თასების შემდეგ იტალიაშიც მოვახერხე ეს. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგა ყველას უნდა. მათ შორის ჩვენც, მაგრამ ეს მარტივი არაა".

"ფული გუნდს დიდებულს არ ხდის. "ბარესლონა", "ბაიერნი", "პსჟ". ეს გუნდები უამრავს ხარჯავენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა კარგა ხანია არ მოუგიათ. წაგების დროს არასდროს ვვახშმობდი ხოლმე. ჩემს ოთახში შევდიოდი და შემდეგი დღისთვის ვემზადებოდი".

"ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთი არაა. თუმცა მასზე უნდა იყო ფოკუსირებული. ჯორჯიანამ არაფერი იცის ფეხბურთზე და მე ამით ბედნიერი ვარ. ის ჩემნაირად ფიქრობს და მხარს ჩემს არჩევნებს უჭერს. ტურინში ჩამოსვლაც ასეთია".

"თამაშის დასრულება შემდეგ წელსაც შემიძლია. აგრეთვე 40 ან 41 წლის ასაკშიც. არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, მომენტით უნდა ისარგებლო. აწმყო მშვენიერია".

"ჩემი რეკორდების დამხობა ბევრს გაუჭირდება. მათი მიღწევა მარტივი ნამდვილად არ გახლდათ. მადრიდის დატოვება რთული იყო. კარიერის 60% იქ გავატარე. სულ 17 ტიტული ავწიე და ეს განრიგად მექცა. რაღაც ახალი მჭირდებოდა და აქ მოვედი. ბედნიერი ვარ, ნამდვილად".

"მადრიდის დატოვება ჩემზე მეტად რთული კრისტიანინიოსთვის აღოჩნდა. მას იქ ბევრი მეგობრები ჰყავდა. თუმცა ამისვის რამდენიმე თვე ვამზადებდი. მან იცოდა, რომ შესაძლო იყო ქვეყანა დაგვეტოვებინა".

"ადაბტაცია მარტივი იყო. ჩემმა შვილებმა უკეთესად გაიარეს ეს პერიოდი. თანაგუნდელები ხშირად ესპანურად ან ინგლისურად საუბრობენ".

"როგორც გითხარით, ფეხბურთის გარდა სხვა პრიოორიტეტი მაქვს ცხოვრებაში. შვილები და გირლფრენდი. შემიძლია რომ ფეხბურთიდან ამაყად წავიდე, რადგან ისტორიის ნაწილი ვარ უკვე. ის ფაქტი, რომ მე და მესის ხუთ-ხუთი ოქროს ბურთი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთადერთნი ვართ, ასეთ დონეზე მიღწევა მარტივი არაა, თუმცა არც შეუძლებელი"
, - განაცხადა რონალდუმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 საიტზეა
baqari15 21 აგვისტო 2019 18:41
გეყო რა არსად წამსვლელი არ ხარ ჯერ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image