რივალდო: "იუვეში" მხოლოდ ერთი ვარსკვლავია, ამიტომ მათ ნეიმარი სჭირდებათ"

image

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ ნეიმარის მომავალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება მისი "იუვენტუსში" გადასვლა.

"ძალიან საინტერესო იქნება ნეიმარისა და რონალდუს ერთად თამაში. ვფიქრობ, კრიშტიანუსთვის შესანიშნავი უნდა იყოს გვერდით ნეიმარის ყოლა. მას ის მთელი სეზონის განმავლობაში დაეხმარება გოლებითა და ასისტებით.

შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ თამაშობენ ისინი ერთად და ეს ფანტასტიკურია. ნეიმარს შეუძლია გუნდს დაეხმაროს და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომლებიც დღეს მხოლოდ რონალდუს აქვს დაკისრებული. "იუვეს" მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ჰყავს, ამიტომ ნეიმარის ყიდვა იქნებოდა სასარგებლო როგორც გუნდისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის",
- განაცხადა რივალდომ.

გარდა "იუვენტუსისა", ნეიმარით "ბარსელონაცაა" დაინტერესებული და დღეს ბრაზილიელის გადასვლა ბევრად უფრო რეალურია კატალონიაში, ვიდრე ტურინში.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 საიტზეა
baqari15 22 აგვისტო 2019 14:49
მარტო 1 ხო ავათ მაგრად თან

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image