პაველ ნედვედის წინასამატჩო პრესკონფერენცია

image

დღეს, "იუვენტუსის" ვიცე პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ცნობილია, რომ სარის დაბრუნებამდე სწორედ ის გამართავს პრესკონფერენციებს.

"მაურისიო სარი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. წელსაც ყველა შესაძლო ტიტულის მოგების სურვილი გვაქვს.

ფაბიო პარატიჩმა ძალიან კარგად იმუშავა სატრანსფერო ფანჯარაზე და თუ კიდევ რაიმე შესაძლებლობა იქნება, ჩვენ შესაძლოა კიდევ განვახორციელოთ ტრანსფერი.

"იუვენტუსს" ყოველთვის გამარჯვება სურს და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. გუნდი ძალიან კარგადაა დაკომფლექტებული, ჩვენ ერთ პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე გვყავს და ვგრძნობთ, რომ ძლიერები ვართ.

სარი მშვენივრად მუშაობს. შესაძლოა, სირთულეებს წავაწყდეს მის არყოფნაში, მაგრამ წარსულში ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი გამოცდილება.

რაბიოს ტრანსფერი სიურპრიზი არ ყოფილა. ჩვენ მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ვფიქრობ, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. სამწუხაროა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში არ უთამაშია, მას ეს სჭირდება.

იგუანი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მსოფლიოში. ის სარის კარგად იცნობს და მშვენიერი პრესეზონი ჰქონდა. მან გასული სეზონი "მილანსა" და "ჩელსიში" გაატარა, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ის ჩვენთანაა.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე დიბალა შესანიშნავია, მან საკუთარი შესაძლებლობები პრესეზონის დროს დაგვანახა.

ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, მაგრამ ეს აზრი ისე აკვიატებული არ გვაქვს, როგორც სერია ა-სა და კოპა იტალიის მოგება. ჩვენ ვენდობით გუნდში მყოფ ფეხბურთელებს. მე მჯერა, რომ ჩვენ შევქმენით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.

სერია ა-ს ძალიან ბევრი გუნდი გაძლიერდა, ძალიან ლამაზი სეზონი იქნება. ახლა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, "პარმასთან" 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ",
- განაცხადა ნედვედმა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 23 აგვისტო 2019 17:08
დელიხტმა რა დაგიშავა რატო არ ახსენე

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image