მარტუშელოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

image

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის ასისტენტმა, ჯოვანი მარტუშელომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

"ბოლო წლებში "ნაპოლი" საკმაოდ გაძლიერდა და მოუახლოვდა "იუვენტუსის" დონეს. მათ შესანიშნავი გუნდი და მწვრთნელი ჰყავთ. მოტივირებულები ვართ და გვინდა ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. შესანიშნავი თამაში გამოვა, განსაკუთრებით სარისთვის, რომელიც ამ გუნდს წვრთნიდა.

იგუაინმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ძალია ძლიერი. გავაანალიზებთ და გადავწყვეტთ ხვალ ვინ ითამაშებს. დიბალასაც ვაკვირდები, ის არაჩვეულებრივი ბიჭია, მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ის "იუვენტუსზეა" ფოკუსირებული, მოტივირებულია და კარგად გამოიყურება.

რემზი უკეთესდება, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაში არ არის. ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უთამაშებელია. სხვები უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში არიან. ვარჯიშით ის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს სანაკრებო პაუზის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაზე რთული ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩვენ "იუვე" ვართ და კარგად ვიცით ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენ ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ, რომ გავუმჯობესდეთ",
- განაცხადა "ნაპოლისთან" მატჩის წინ მარტუშელომ.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image