მარტუშელოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

image

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის ასისტენტმა, ჯოვანი მარტუშელომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და გენიალური საფეხბურთო საღამო შეაჯამა.

"ფიზიკურად გაგვიჭირდა და ეს ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ნაპოლია", ყოველთვის ცუდად აისახება. როდესაც ანგარიში 3-0 გახდა, "ნაპოლის" შანსები მივეცით. ის, რაც ყველაზე მეტად მაოცებს არის, რომ "ნაპოლი" არასდროს ნებდება და რთულ მომენტებში გამოსავალს ყოველთვის პოულობს.

მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით ვართ დაკომფლექტებული. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. დე ლიხტი? ის მოვიდა გუნდიდად, რომელიც თავს განსხვავებულად იცავდა. მან ერთი საათის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშა, შემდეგ მდგომარეობა ცოტა აირია. ის უმაღლესი დონის მცველია. სარის, რა თქმა უნდა, ერჩივნა 4-0 მოგვეგო, ვიდრე 4-3.

სტრატი შესანიშნავი გამოგვივიდა, შემდეგ კი მათ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, გუნდმა ყველაფერი გააკეთა და გამარჯვება დაიმსახურა.

ასეთ თამაშს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ შედეგით მაინც ბედნიერი ვარ. ფანებმა ფანტასტიკური შოუ იხილეს, მაგრამ სამი გოლის გატანის შემდეგ სამი გოლის გაშვება, ეს უბრალოდ არ უნდა მოხდეს. გულშემატკივრების სითბოთი გაკვირვებული და ბედნიერი ვარ. ვამაყობ, რომ აქ ვარ და იმედი მაქვს, ტიტულებს მოვიგებთ",
- განაცხადა მარტუშელომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 1 სექტემბერი 2019 12:27
ეს იყო შოკი ცოტა იუვე 2 ტაიმაია ფეხბურთში გილოცავთ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image