"პარიზ სენ-ჟერმენი" და "ტოტენჰემი" "იუვეს" ვარსკვლავის ყიდვას იანვარში შეეცდებიან

image

ამ ზაფხულს აქტიურად იწერებოდა ტურინის "იუვენტუსის" შემტევის პაულო დიბალას წასვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ არგენტინელი გუნდში დარჩა.

მას აქტიურად აკავშირებდნენ "პარიზ სენ-ჟერმენთან" და "ტოტენჰემთან", თუმცა მათი მცდელობები ამაო აღმოჩნდა.

როგორც "Tuttosport" იტყობინება, ეს გუნდები დანებებას არ აპირებენ და დიბალას შეძენას იანვარში შეეცდებიან.

ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ "იუვეს" ათიანმა ზამთარში გუნდი დატოვოს.

ცნობისთვის, სერია ა-ს საწყის ორ ტურში, არგენტინელმა ძალიან მცირე სათამაშო დრო, მხოლოდ და მხოლოდ 14 წუთი მიიღო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image