ალექს სანდრო: "თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როდესაც 300 ევროს ვხარჯავ"

image

"იუვენტუსისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა, ალექს სანდრო საკუთარი წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, როდესაც ერთ დღეში 300 ევროს ხარჯავს.

"როდესაც ახალგაზრდულ გუნდში, "ატლეტიკო პარანაენსში" შევედი 15 წლის ასაკში, 90 ევროს მიხდიდნენ თვეში.

ჩემი პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა ფეხბურთში იყო, როდესაც 300 დოლარი გადამიხადეს და მე ეს ფული მშობლებს მივეცი, რათა მათ სახლის საქმეებში გამოეყენებინათ. შემეძლო ამ თანხით რაიმე მეყიდა ჩემთვის, მაგრამ მსურდა, ოჯახს დავხმარებოდი.

ხშირად ჩემს ოჯახთან ერთად საღამოს გარეთ ვატარებ და 300 ან 400 ევროს ვხარჯავ. შემდეგ კი ვფიქრობ, თუ რამდენი ბრაზილიელი ცხოვრობს გაჭირვებაში და მათ უფრო სჭირდებათ, ამიტომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ამ რაოდენობის თანხა ერთ ღამეში დავხარჯე",
- განაცხადა ალექს სანდრომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 13 სექტემბერი 2019 12:52
მერე ნუ ხარჯავ ვინმე გაძალებს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image