სარი: "60 წლის ვარ და კარიერის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მინახავს"

image

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "იუვენტუსის" ფეხბურთლების მიმართ გაოცება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს.

"მინდა ერთი რამ ვაღიარო. 60 წლის ვარ და მსგავსი შემთხვევა არასდროს მინახავს. საერთაშორისო ჩემპიონატების შესვენებისას ის ფეხბურთელები, რომელიბ ნაკრებში არ წასულან, საოცარი ინტენსივობით ვარჯიშობდნენ. როდესაც ასეთ დროსაც კი ასე იხარჯები, ეს ძალიან მაგარია".

"როგორც ვახსენე, თუ ნეაპოლში დაახლოებით 15 მოთამაშე იბრძოდა ბოლომდე, ინგლისში 18, აქ კი ის ფეხბურთელებიც მაქსიმუმს დებენ, რომლებიც განაცხადს მიღმა არიან. საქმე ეხება დაახლოებით 25 ფეხბურთელს".

"ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე ყველაფრისთვის მზად. ის, რაც სქემაში გვაქვს, ინსტიქტში უნდა გავიჯინოთ, რათა იდეალურად შევასრულოთ".

"ადამიანური გადმოსახედიდან, კულიბალის გამო ვწუხვარ. რაც არ უნდა იყოს, მოგება დავიმსახურეთ, თუმცა ეს მეტოქის უიღბლობის გამო მოხდა
", - განაცხადა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 14 სექტემბერი 2019 11:26
მოგება დაიმსახურეთ პირველი ტაიმის თამაშით მეორეში კულიბალი რო არ სამწუხაროდ ვერ იგებდით თამაშს იმიტო რო გაჩერდა გუნდი იამას ვერ დავიჯერებ ნაოპლა რო მოუმატა ისე რო იუვე გააჩერა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image