სარის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

image

უგოლო ფრის შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ პრესკონფერენცია გამართა და მტჩი შეაფასა.

"ტექნიკურად ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ვერ ჩავატარეთ, "ფიორენტინამაც" დიდებულად ითამაშა. რთული ვითარება შეიქმნა, სამივე შეცვლა იძულებითი იყო. მოგებას არ ვიმსახურებდით.

ცხადია, გაუმჯობესება გვჭირდება. მეორე ტაიმში საერთოდ გაგვიჭირდა ბურთის გაკონტროლება. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ასპექტის ბრალი. სეზონის ამ ეტაპზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდი შუადღით თამაშობს თუ საღამოს.

ერთი შეხედვით გამოჩნდა, რომ დუგლასს უფრო მძიმე დაზიანება აქვს, ვიდრე პაინიჩს. ალბათ, დანილოს მატჩის გამოტოვება არ მოუწევს, მაგრამ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ოფიციალურ დასკვნას.

ითამაშებს თუ არა დიბალა მადრიდში? ამაზე ჯერ არ მიფიქრია, პასუხს ვერ გაგცემთ.

უდაოა, რომ რაბიო მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში ნათამაშები არ ჰქონდა. ფიზიკურად ახლა ის მზად არ არის",
- განაცხადა სარიმ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 15 სექტემბერი 2019 10:46
სარი რა ითამაშა გუნდმა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image