560 დღის შემდეგ პირველად - იუვემ პირველობა დაკარგა

image

სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები "ფიორენტინას" ესტუმრნენ და მასპინძლებს უგოლოდ დაუზავდნენ. შესაბამისად, ქულების გაყოფა მოუწიათ, ამის პარალელურად, "იუვენტუსთან" ერთად ცხრილის სათავეშ მდგომმა "ინტერმა" "უდინეზე" დაამარცხა და 3 ქულაც მოიპოვა.

შესაბამისად, ტურინელებმა პირველობა დაკარგეს და ამჟამად ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ ჯენოელებთან ერთად 7-7 ქულით. მილანელებს კი 2 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლოს, როდესაც "იუვენტუსი" პირველზე არ იყო, მაურიციო სარის "ნაპოლი" რომაელებთან 4-2 დამარცხდა, ალეგრიმ კი ამით ისარგებლა და რომაელთა მეორე გუნდს - "ლაციოს" მოუგო, რის შედეგადაც პირველზე გადაინაცვლა და მას შემდეგ ეს გუნდი მხოლოდ გუშინ გადმოვიდა მეორეზე.

დიახ, ეს 2018 წლის 3 მარტს მოხდა. ამ დღიდან კი 560 დღე არის გასული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 16 სექტემბერი 2019 10:09
ეგ არაფერი მალე დავიბრუნებთ თუმცა ახლა ლიგის თამშზე უნდა ვიფიქროთ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image