ბონუჩისა და სარის პრესკონფერენცია მატჩის წინ

image

"იუვენტუსი" უკვე მადრიდში ჩაფრინდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ და ბონუჩიმ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

ბონუჩის პრესკონფერენცია:

"კიელინიმ ტრავმა მიიღო, გოდინმა კი კლუბი დატოვა, საკუთარი გუნდისთვის ორივე დიდებული ლიდერია, შესაბამისად, სერიოზული დანაკლისია ორივესთვის. თუმცა, ვეცდებით უზრუნველვყოთ, რომ კიელინის დანაკლისი არ შეგვეტყოს.

ხვალ დიდი ბრძოლა გველოდება. პირველივე წუთიდანვე ჩვენ შესანიშნავ მატჩს ვიხილავთ. ჩვენ აქ ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსენი ჩამოვედით.

მსიამოვნებს დე ლიხტთან ერთად თამაში. მას აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს საუკეთესო მსოფლიოში. ჩვენ ორივე ადაპტაციას გავდივართ ახალ სისტემაში.

"იუვენტუსის" დნმ-ში ნამდვილად არ ზის ის, რომ ჩვენ ფრეზე ვითამაშოთ,გვსურს ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და სახლში კარგი შედეგით დავბრუნდეთ.

ვწუხვარ, რომ ხვალ ჩემი მეგობარი ალვარო მორატა ვერ შეძლებს მატჩს, მაგრამ "ატლეტიკოს" განკარგულებაში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა.

გვსურს, რომ მწვრთნელის ყველაზე დავალება შევასრულოთ მოედანზე გასვლისას, გასახდელ ოთახში დიდებული ატმოსფეროა და გვსურს წარმატებით დავიწყოთ.

ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია მიზნების მიღწევა".


სარის პრესკონფერენცია:

"მირალემ პაინიჩმა გუნდთან ერთად ნორმალურად ითამაშა, ვნახოთ ხვალ დაიწყებთ თუ არა ის სასტარტოდან.

ხედირა და მატუიდი შესანიშნავი მოთამაშეები არიან, მაგრამ სხვა ნახევარმცველებიც საკმაოდ კარგად ვითარდებიან. ჩვენ ორივე ტიპის, შემტევი და დამცველი ნახევარმცველები გვყავს, ამიტომ ბევრი იარაღი გვაქვს სხვადასხვა მახასიათებლებით.

ეს "იუვენტუსია" და ის ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ ამ თამაშს უნდა შევხვდეთ მტკიცედ და ასევე მშვიდად, რომ გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები.

"ატლეტიკო" ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია ჩემპიონთა ლიგის მოგების",
- განაცხადა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 18 სექტემბერი 2019 11:55
დღეს იმედია მოვიგებთ კარგი თამაშით

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image