სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

image

"ვერონასთან" მატჩის წინ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

"დიბალა გუნდს გვიან შეუერთდა და ის იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ შეუძლია თამაში და გუნდის დახმარება.

ბერნარდესკი ჯერ იმ დონეზე ვერ თამაშობს, როგორც შეუძლია. ჩვენ შევეცდებით მის დახმარებას, რომ უკეთესი გახდეს. მომავალში მე მას ნახევარმცველად ვხედავ და არა თავდამსხმელად.

რონალდუსგან ყოველთვის ბევრს მოველით. ჩემი აზრით, მასაც შეუძლია გუნდთან ერთად გაუმჯობესება. თამაშის ამ ციკლში შესაძლოა ვიხილოთ როგორც რემზი, ისე რაბიო. ისინი მოვიდნენ ორი განსხვავებული ჩემპიონატიდან და ჯერ იტალიურად ვერ საუბრობენ. მათ დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის, ახალი რეალობის აღქმისთვის და ახალ ჩემპიონატზე კონცენტრირებისთვის.

დუგლას კოშტამ სეზონი უმაღლეს დონეზე დაიწყო. უახლოეს დღეებში მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, მაგრამ რადგან მას ტრავმა კუნთზე აქვს, კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს",
- განაცხადა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 21 სექტემბერი 2019 15:41
სარი დღეს იუვე მანახე ბოლომდე შენი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image