სარი: "სპალთან" რთული მატჩი გველოდება"

image

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "სპალთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

"რთულია მივიღო სამი მცველით თამაშის გადაწყვეტილება. სამწუხაროა, რომ დაცვაში ამდენი პრობლემა გვაქვს და ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. რუგანი არის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს.

სასიხაროა, რომ ბარძალი დაბრუნდა და სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.

კრიშტიანუ რონალდუ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, იგუაინსა და დიბალას კარგი ტექნიკური თვისებები აქვს და მათ შეუძლიათ რონალდუს გვერდით თამაში. მატჩის გარკვეულ ეტაპზე კი შესაძლებელია სამივე ერთად შეტევაში.

"სპალთან" რთული შეხვედრა გველის. ვფიქრობ, ისინი აქ კარგი განწყობით ჩამოვლენ და შეეცდებიან შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ მოედანზე.

ბოლო ორ შეხვედრაში პირველი გოლი ძალიან მალე გავუშვით. მსგავსი რამ არ გვინდა, რომ ხვალაც განმეორდეს",
- განაცხადა სარიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 27 სექტემბერი 2019 22:11
სარი ხვალ გამახარეთ კაცურად თორე აწინ ოკტომბროს ბოლომდე მშვიდათ ვეღარ ვუყურებ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image