"იუვენტინოების" სანაკრებო განრიგი - ვინ ვის წინააღმდეგ და როდის თამაშობს

image

სანაკრებო პაუზა უკვე დაიწყო, კლუბების მატჩებს ნაკრებების შეხვედრები ჩაანაცვლებს. საინტერესოა "იუვენტუსის" ფეხბურთელები როდის და ვის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ტურინული გრანდის 14 ფეხბურთელია ნაკრებში გამოძახებული. ცხადია, უნდა დავიწყოთ იტალიის ნაკრებით. ბონუჩი და ბერნარდესკი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებენ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ, ხოლო სამი დღის შემდეგ ლიხტენშტაინს დაუპირისპირდებიან. იგივე დღეებში ითამაშებს პიანიჩის ბოსნია ფინეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ.

11 და 14 ოქტომბერს რონალუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ლუქსემბურგს და უკრაინას ეთამაშება. მატუიდისა და დემირალის ნაკრებები კი ერთმანეთს შეხვდებიან 14 ოქტომბერს. მანამდე კი საფრანგეთს ისლანდია ელოდება, ხოლო თურქეთს ალბანეთთან შეხვედრა.

ჰოლანდიელ დე ლიხტს 10 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის გამკლავება მოუწევს, 13 ოქტომბერს კი ბელარუსელთა შეტევების ჩაშლა. იგივე დღეებში შესნის პოლონეთი ლატვიას და მაკედონიას შეხვდება. ამავე დღეებში თამაშობს უელსიც, სადაც "იუვენტუსის" წარმომადგენელი რემზი იქნება. კუნძულელები სლოვაკეთსა და ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

ემრე ჩანი და დიბალა 9 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანიას შემდეგ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩის ჩატარებაც მოუწევთ ესტონეთის წინააღმდეგ, ხოლო დიბალას არგენტინა კვლავ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ეკვადორის წინააღმდეგ.

ალექს სანდრო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად სინგაპურში გაემგზავრება და 10 და 13 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს სენეგალისა და ნიგერიის წინააღმდეგ. კუადრადო ჩილესა და ალჟირს დაუპირისპირდება, შესაბამისად, 12 და 15 ოქტომბერს. ბენტანკურის ურუგვაი კი ორივე ამხანაგურს პერუს წინააღმდეგ გამართავს. მატჩები 11 და 15 ოქტომბერს გაიმართება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 8 ოქტომბერი 2019 15:12
დასვენება არ უწევთ რა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image