რაბიოს დედა უკმაყოფილოა და უკვე მუშაობს შვილის კონკრეტულ კლუბში გადაყვანაზე

image

"პარის სენ ჟერმენში" დაწყებული სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა "იუვენტუსშიც" გაგრძელდა. ანდრიენ რაბიოსთვის ტურინული კლუბი იდეალური არჩევანი არ აღმოჩნდა. 24 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 194 წუთი გაატარა.

არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა ფეხბურთელის დედა, რომელიც ამავდროულად რაბიოს აგენტიცაა და Calciomercato-ს ინფორმაციით, იგი უკვე მუშაობს შვილის სხვა კლუბში გადაყვანაზე. ადრიენის დედას კლუბიც უკვე არჩეული აქვს, მას სურს ფეხბურთელმა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაბიომ იქ სათამაშო დრო მიიღოს, რადგან კატალონიური კლუბის რამდენიმე ნახევარმცველი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, არაა გამორიცხული, რომ რაბიო საერთოდ ვეღარ ვიხილოთ მოედანზე, რადგან პარიზულ კლუბშიც სწორედ იმიტომ მოექცნენ ასე მკაცრად, რომ სეზონის შუა პერიოდში ადრიენმა სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრი და მოქმედება დაიწყო. რაბიოს მაშინაც "ბარსელონას" უკავშირებდნენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

baqari15 9 ოქტომბერი 2019 10:48
იუვე რატო იყიე თუ არ უნდა მიგეცა შანსი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image