"რეალის" ვარსკვლავს რონალდუს გვერდით თამაში სურს

image

ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ მადრიდის "რეალი" ვეღარ აჩვენებს იდეალურ ფეხბურთს. გარკვეულწილად, ეს კრიშტიანუ რონალდუს წასვლასაც უკავშირდება და მწვრთნელების მუდმივმა ცვლამ კლუბში სიტუაცია უფრო არია.

ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ვისაც ლიგის ტიტულების მოგებაში საკმაო წვლილი აქვს, ისკოა, მაგრამ მისი კარიერა და მნიშვნელობა მადრიდულ კლუბში მას შემდეგ დაეცა, რაც "რეალს" სათავეში სანტიაგო სოლარი ჩაუდგა. ახლა კლუბს კვლავ ზიდანი წვრთნის, მაგრამ ნახევარდაცვაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ძირითადში ხშირად ვერ ხვდება.

Fox Sports-ის ინფორმაციით, ისკოს კლუბის დატოვება ზამთარში სურს და მისი მთავარი მიზანი "იუვენტუსში", კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაშია. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 65 მილიონია, ეს შესაძლოა საკმაოდ დამაბრკოლებელი იყოს ტურინული გრანდისთვის. ცნობილია, რომ მასიმილიანო ალეგრი ისკოს მოყვანა აპირებდა, მაგრამ სარის მოსვლის შემდეგ ეს გეგმა თაროზე შემოიდა.

რა იქნება ნახევარი სეზონის შემდეგ და შეიცვლის თუ არა სარი ისკოს მიმართ დამოკიდებულებას, ალბათ კლუბის სათამაშო მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისები
დისკვალიფიცირებული: -
ტრავმირებული: ხედირა, კასერესი, დიბალა
გამოკითხვა

შეცდომაა თუ კარგი ნაბიჯი ალეგრის სარით ჩანაცვლება?

შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image