11 თვის და 4 კვირის წინ
რას ფიქრობენ მმართველ გუნდში ალეგრიზე - ახალი ცნობები
რას ფიქრობენ მმართველ გუნდში ალეგრიზე - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

გამოცემა "Gazzete_it" მასიმილიანო ალეგრისა და ტურინის "იუვენტუსის" ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც იწერება, შტაბში იტალიელი სპეციალისტის მომავლის შესახებ დაფიქრდნენ, რადგან მისი ძვირადღირებული კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება, "იუვესთვის" რთულად ასატანი იქნება.

წყაროს ცნობით, შტაბში ფიქრობენ, რომ თუ "ბიანკონერი" ევროპა ლიგას მოიგებს, თანამშრომლობას გაგრძელების აზრი ექნება.

რაც შეეხება ევროტურნირებს, ტურინელებმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ლისაბონის "სპორტინგი" დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე ესპანური "სევილია" იქნება.


Facebook კომენტარები